ირმა ინაშვილი: გია ბარამიძე თავისი არსითა და ბუნებით ყველაფრის მკადრებელი ნაძირალაა!

ირმა ინაშვილი: გია ბარამიძე თავისი არსითა და ბუნებით ყველაფრის მკადრებელი ნაძირალაა!

   "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი "facebook"-ის საკუთარ გვერდზე  საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გია ბარამიძის შესახებ სტატუს აქვეყნებს.


  "ვინ არის გია ბარამიძე? თავისი არსითა და ბუნებით ბოროტი, მკვლელი, ყველაფრის მკადრებელი ნაძრილაა. ჯერ შევარდნაძეს უძვრებოდა, აქებდა და დიდებდა, ხოტბას ასხამდა, შემდეგ- უღალატა. ზურა ჟვანიას უახლოესი მეგობარი ვარო... მაგრამ ისიც გაყიდა. მისი მკვლელობა სააკაშვილს შეარჩინა და უსაპნოდ შეუძვრა. ამის მერე, სააკაშვილთან ერთად, სოხუმი და ცხინვალი რუსეთს მიართვა და თურქებისათვის აჭარის მიყიდვის სამარცხვინო და მზაკვრულ საქმეში ჩაერთო.

  აფრასიძეების მკვლელი, მთელი საქართველოს ერთ დიდ ციხედ გადაქცევის გეგმის აქტიური თანამონაწილე. მოკლედ, არც კაცი და არც ადამიანი. ბოროტის მონა და "ოთხი-არა"-ს პროპაგანდისტი და მსახური: არა- რწმენას, არა- სამშობლოს, არა- ერს და არა- სქესს. აი, ამ "იდეალების" ქადაგი. ბარამიძისნაირი ბოროტება რომ დაუსჯელი დაიარება, დღითი დღე თავხედდება. ახლა უკვე ისე გათავხედდა, რომ ციხეში პატიმართა წამებასაც კი უარყოფს. არაკაცი, რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერი... რეჟიმისა, რომლის მმართველობის დროსაც ადამიანებს ციხეებში სადისტურად აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, დღეს ისე გათავხედდა, რომ პატიმრების წამებას სპექტაკლსა და დადგმულ სცენებს უწოდებს... და როგორც ამ ( მართლაც რომ რუსეთის აგენტებს) სჩვევიათ, ყველაფერს რუსეთსა და პუტინს აბამს. მერამდენედ გითხრათ, თქვენზე ერთგული აგენტურა რუსეთს არ ჰყოლია და, ალბათ, კარგად ხანი არ ეყოლება. შტირლიცი ტირის საფლავში, თქვენი შემხედვარე. გგონიათ, ყურადღებას გადაიტანთ და შეგრჩებათ? არ გაპატიებთ! და მკაცრად დაგსჯით! სოხუმისა და ცხინვალისთვისაც დაგსჯით! პატიმრების წამებისთვისაც დაგსჯით! და ასობით ადამიანის მკვლელობებისთვისაც დაგსჯით!"- წერს ირმა ინაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: