ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

საქართველოში "აფხაზთა კრებას" მოიწვევენ

საქართველოში "აფხაზთა კრებას" მოიწვევენ

   მოძრაობა "დაბრუნებას" ინფორმაციით, საქართველოში "აფხაზთა კრების" მოწვევა იგეგმება. ორგანიზატორების განცხადებით,16 სექტემბერს ამ თემაზე პრესკონფერენცია ჩატარდება.

  "ივერიონი" გთავაზობთ განცხადებას,რომელიც ორგანიზატორებმა გაავრცელეს:

  "როგორც ცნობილია, მოძრაობა ,,დაბრუნების" ინიციატივით ა.წ. 6 აგვისტოს სასტუმრო ,,ძველ თბილისში" შედგა საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების სამუშაო კონფერენცია აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 23 ორგანიზაციის წარმომადგენელმა. კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ ამ ორგანოს სრული შემადგენლობით გადარჩევის აუცილებლობის თაობაზე. ამ შეკრებაზე, აგრეთვე, სერიოზული პრეტენზიები გამოითქვა აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიმართაც.

  კონფერენციაზე დასმული საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერითა და მონაწილეობით. აფხაზეთის დაბრუნების, აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებისათვისათვის აუცილებლად მიგვაჩნია აფხაზეთის მოსახლებას ჰყავდეს მათი ინტერესების დამცველი ქმედითი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ავტორიტეტული, პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი, გონიერი, ენერგიული და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არარუსეთუმე ლიდერებით. ასეთები ჩვენი დეპუტატები არც მაშინ იყვნენ, როდესაც 23 წლის წინათ აირჩიეს და, მით უფრო, ვერც დღეს ვერ იქნებიან თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრების მოთხროვნებთან სრული შეუსაბამობის გამო.

  ამავე დროს 2013 წლის გაზაფხულზე ამ ორგანომ უკანონო, ანტიკონსტიტუციური მოქმედებებით, ცენტრალური ხელისუფლებისათვის დაუმორჩილებლობის გამოცხადებით გამოკვეთილად ანტიდასავლური, კრემლოიდური პარტიის ნომენკლატურიდან თვითნებურად დანიშნეს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, შექმნეს მთავრობა და რეორგანიზაციის საბაბით ჩაატარეს საკადრო წმენდები. საჯარო თანამდებობეზე ახალი კადრები შეირჩა ნათესაური, კლანური, პირადი ერთგულებისა და რაც მთავარია აგრესორის და ოკუპანტის-რუსეთისადმი სრული ლოიალურობის ნიშნით. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნები წარმოადგენს გადაუდებელ სახელმწიფოებრივ საკითხს. ამავე დროს, სრულიად შეუწყნარებელია აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის გაგრძელებაც ამჟამინდელი შემადგენლობით.

  ამ საკითხების განსახილველად ვიწვევთ დაინტერესებული დევნილი საზოგადოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების შეკრებას-აფხაზთა კრებას, რომელმაც უნდა განიხილოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნებისა და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხები.

   ჩვენ ასევე გვინდა ქართულ სინამდვილეს დაუბრუნდეს ისტორიულად ქართული ეთნონიმი ,,აფხაზი", რომელიც სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ გავასხვისეთ. ამით არის ნაკარნახევი შეკრების სახელწოდება.


  აფხაზთა კრების მოწვევისა და მასზე განსახილველ საკითხებს მიეძღვნება ჩვენი პრესკონფერენცია, რომელიც შედგება 2014 წლის 16 სექტემბერს",–ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: