სანდრო ბრეგაძე:-"ვაჟკაცური ნაბიჯი იქნება, რომ მურმან დუმბაძემ დატოვოს საპარლამენტო მანდატი და პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტი"
მურმან დუმბაძის პარტიიდან გარიცხვას სანდრო ბრეგაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა და განაცხადა:
-"ბატონი მურმან დუმბაძის და სხვათა გასაგონათაც მინდა ერთი რამ ვთქვა---პოლიტიკაში ყოფნის 20 წლის განმავლობაში ბევრი რამ მინახავს,პარტიიდან პარტიაში გადასვლა,თანამდებობიდან გადადგომა,ალიანსების შეკვრა,კოალიციების გაკეთება და ასე შემდეგ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბატონი დუმბაძის გარიცხვა თუ გასვლა პარტიიდან აბსოლიტურად ბუნებრივი და გასაგები მოვლენაა, მაგრამ არსებობს ერთი დიდი მაგრამ და მინდა ყურადღებით მოუსმინონ ამ დიიიდ მაგრამს. როდესაც პარტიას ტოვებ, პარტიას რომელიც შენი შექმნილია ან ამ პარტიისთვის მხარდაჭერის მიღებაში გადამწყვეტი წვლილი მიგიძღვის, შეგიძლია ბევრი რამ მოითხოვო ან დაიტოვო ყველა ის პრივილეგია რაც გაქვს,მაგრამ 2012 წლის არჩევნებზე (მოგწონს თუ არ მოგვწონს) "ქართული ოცნების" ხმების 100პროცენტი,(ისევე როგორც აჭარის უზენესის და საპრეზიდენტო არჩევნებზე) მიიღო პიროვნულად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ანუ პიროვნულად ივანიშვილს გამოუცხადა ამომრჩევემა მხარდაჭერა, ამიტომ ბუნებრივი და ვაჟკაცური ნაბიჯი იქნება, რომ ბატონმა მურმან დუმბაძემ დატოვოს საპარლამენტო მანდატი,პარლამენტის ვიცე სპიკერის პოსტი,ხოლო მისმა მხარდამჭერებმა აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატების მანდატები და გააგრძელონ ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა პარლამენტს გარეთ,დაელოდონ 2 წელში საპარლამენტო არჩევნებს და სხვისი ავტორიტეტის გარეშე მოიპოვონ გამარჯვება,ვიმეორებ რომ ეს იქნება ერთადერთი სწორი და ზნეობრივი ნაბიჯი რომელსაც არა მარტო მე,არამედ ყველა ნორმალური ადამიანი სიმპატიით შეხედავს,წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი დაემსგავსება თაღლითობას და ტყუილს,გამოვა რომ "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი თაღლითურად გამოიყენეს,70იანი წლების მოსკოველი აფერისტ-გადამგდებების მსგავსად იაფერისტეს და მოატყუეს აჭარისა თუ სრულიად საქართველოს საზოგადოება და ამითი საკუთარი პირადი კეთილდღეობა მოიწყვეს.
...დიახ!!!მერწმუნეთ პატივცემულო მურმან,თუ ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით ხართ თანამდებობაზე, მაშინ პარტიის პოლიტიკურ კურსს დაემორჩილეთ თუ არა და იქონიეთ გამბედაობა, დატოვეთ პარტიის წევრის, პარლამენტარის და ვიცე სპიკერის მანდატი და ამის გარეშე გააგრძელეთ პოლიტიკური მოღვაწეობა,ყველა სხვა ნაბიჯი არც კაცური იქნება,არც პოლიტიკური,არც მორალური და არც სხვა არაფერი. მერწმუნეთ ვაჟკაცური ნაბიჯი გადაგარჩენთ, ხოლო თაღლითური პრივილეგიების დატოვება დაგღუპავთ!!!!!!არჩევანი თქვენზეა!!!!