ღარიბაშვილი პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

ღარიბაშვილი პედაგოგებსა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

   საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გაკეთებს, რომ პედაგოგის პროფესია  დაფასებული და ღირსეული გახდეს.
განცხადება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  საქართველოში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა. მან მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება  მიულოცა.
"მე მინდა განსაკუთრებით  პირველკლასელებს მივესალმო.  ძალიან ბედნიერი ვარ, ვინაიდან ამდენი გახარებული ბავშვი ვნახე. მინდა ყველას მოგილოცოთ სასწავლო წლის დაწყება. მივულოცო პედაგოგებს, მოგილოცოთ მოსწავლეებს და გისურვოთ წარმატებული წელიწადი.
   ჩვენ საქმით ვამტკიცებთ, რომ განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა გვსურს, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ყურადღება განათლებაზე უნდა გადავიტანოთ .
 მინდა აქვე აღვნიშნო, რომ პედაგოგებს განსაკუთრებული მისია გაქვთ, ვინაიდან მოსწავლეები მთელი დღის ყველაზე მნიშვნელოვავან ნაწილს სკოლაში ატარებენ. და სწორედ ამიტომ პედაგოგების როლი არის ძალიან მნიშვბელოვანი ბავშვის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში,
 მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პედაგოგის პროფესია გახდეს დაფასებული და ღირსეული, რათა მათ აღზარდონ ღირსეული თაობა ჩვენი ქვეყნისთვის. მივესალმები ჩვენს მოსწავლეებს, მოგილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას", - განაცხადა პრემიერმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: