მიტოვებული პირველკლასელები, უხმო მიკროფონი, ჭყლეტა კარებში და უკმაყოფილო მშობლები თბილისის 108 საჯარო სკოლაში.
როგორც მოგეხსენებათ, დაიწყო ახალი სასწავლო წელი, რომელიც ყველა პატარასათვის სასიხარულო უნდა იყოს. თუმცა, ყველა სკოლამ ვერ შეძლო მომზადება 15 სექტემბრისთვის. ერთ-ერთ მიზეზად შესაძლოა დასახელდეს ისიც, რომ ახალი დირექტორები ჯერ კიდევ არ არიან მზად იმისთვის, რომ მართონ სკოლა. სიტყვით გამოსვლისას მიკროფონი არ ჰქონდათ წესრიგში, ხოლო დაწყებითების მასწავლებელმა არ იცოდა სად იყო მისი მოსწავლეები და არც მოსწავლეებს უნახავთ თავიანთი მასწავლებელი. ასევე უწესრიგობა იყო შემოსასვლელ კარებში, რამაც დირექტორის განრისხება გამოიწვია და, შეიძლება ითქვას, მშობლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ერთი სიტყვით, 108-ე საჯარო სკოლისთვის ახალი სასწავლო წელი ნამდვილად მოუმზადებელი აღმოჩნდა.