ნანუკა ჟორჟოლიანი ივანიშვილს: "აღიარეთ, რომ ცრუობთ!!"

ნანუკა ჟორჟოლიანი ივანიშვილს: "აღიარეთ, რომ ცრუობთ!!"

დღეს დილიდან გავრცელდა ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის  ინტერვიუდან. ამჯერად ივანიშვილი იმ დაანონსებულ გადაცემაზე საუბრობს, რომელიც სექტემბრიდან უნდა გავიდეს GDS-ზე. 

საუბრისას იგი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანსაც ეხება. როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, სწორედ ჟორჟოლიანმა აცნობა საზოგადოებას, რომ იგი სავარაუდო წამყვანი იქნებოდა.

აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს ჟორჟოლიანი და აცხადებს, რომ ივანიშვილი ცრუობს, როცა ის ამბობს, რომ მისი სავარაუდო წამყვანობის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელევიზიით დაანონსა.

სინამდვილეში  კი ჟურნალისტმა არა ტელევიზიით, არამედ სოციალურ ქსელში დაწერა ამ ფაქტის შესახებ და აღნიშნა, რომ მან თავისი კოლეგებისგან შეიტყო  ტელეკომპანია GDS-ის ახალი გადაცემის შესახებ. ასევე გაიგო ისიც, რომ ივანიშვილი წამყვანის ამპულაში მოგვევლინებოდა. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ჩვენ ნანუკა ჟორჟოლიანს ძველ პოსტს გთავაზობთ:

„GDS- ის თანამშრომლებისგან გავიგე, რომ საინტერესო სეზონი იწყება არხზე;) პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემებით. წარმატებებს ვუსურვებ არხს და ჩემს კოლეგებს p.s. პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს თურმე ბიძინა ივანიშვილი, ეკა ბერიძესთან ერთად:)".

ივანიშვილის ინტერვიუში მოყვანილმა ამ ბრალდებამ ჟორჟოლიანის აღშფოთება გამოიწვია და იგი ივანიშვილისგან მოითხოვს, რომ აღიაროს ეს სიცრუე, ან თქვას რომელ "ნანუკას შოუში" მოისმინა ესეთი რამ.

"ივერიონი" გთავაზობთ ჟურნალისტის ახალ სტატუსს, რომელიც მან დღეს დილით სოციალური ქსელით გაავრცელა:

"არ მგონია შეშლოდა ჩემი გვარი! კარგად უნდა იცოდეს! არაერთხელ შემოუთვლია მადლობა ბერას გადაცემაზე (ბერამ გადმომცა პირადად) (რამდენჯერმე ირაკლიმაც მითხრა ღარიბაშვილმაც!) და უთქვამს, რომ ჩემს გადაცემაში ბერას პირველი გამოჩენა სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო! (ესეც ღარიბაშვილისგან ვიცი) მე გადაცემაში ბიძინას სავარაუდო წამყვანობაზე ნანუკას შოუში არ მისაუბრია! ან თქვას რომ იცრუა! ისევე როგორც ბევრი რამ! (ბევრი დეტალი მაქვს მოსაყოლი ამასთან დაკავშირებით)! ან თქვას რომელ ნანუკას შოუში ნახა ეს თემა! ან აღიაროს, რომ შეეშალა გვარი წამყვანის!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.


თაზო ბენიძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: