ივანიშვილი „რუსთავი-2“-ს ისევ მწვავედ აკრიტიკებს და „დესერტად“ სხვა ტელეკომპანიებსაც აყოლებს!

ივანიშვილი „რუსთავი-2“-ს ისევ მწვავედ აკრიტიკებს და „დესერტად“ სხვა ტელეკომპანიებსაც აყოლებს!

ივანიშვილი მედიის კრიტიკას აგრძელბს. როგორც ადრე, ამჯერადაც პირველი დარტყმა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-მა მიიღო, თუმცა, მისი კრიტიკა სხვა წამყვან ტელევიზიებსაც არ დაჰკლებიათ. ივანიშვილს ის უფრო ანერვიულებს, რომ ამ ტელეკომპანიის მიერ წინა პლანზე წამოწეულ ინფორმაციებს უკვე სხვა ტელევიზებიც უწევენ ტირაჟირებას და ვერ ხვდება, რატომ ხდება ასე!

"რუსთავი 2" არ მალავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციას ეწევა და რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ დავასახელებ - მათი ("ნაცმოძრაობის") ლიდერი არის "რუსთავი 2"-ის მეპატრონე და ამის გაქარწყლებას უკვე არავინ ცდილობს. "რუსთავი 2"-ს ეს უფლება აქვს, კანონებს თუ არ არღვევს. ჩემთვის სხვა მედიასაშუალებები უფრო მძიმეა, ვიდრე "რუსთავი 2", რადგან, ჩვენ ვიცით "რუსთავი 2"-ის უკან ვინ დგას, ვინ აფინანსებს, ვინ არის მისი მეპატრონე და ვის აგიტაციას ეწევა. "რუსთავი 2"-ის ნებისმიერი გადაცემა პირდაპირ მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ - რომ იწვის და იბუგება ყველაფერი და მთავრდება საქართველო. მაგრამ ვიმეორებ - ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები - გინდაც "პირველი არხი", "მაესტრო" თუ "იმედი", რადგან ნებსით თუ უნებლიედ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს "რუსთავი 2". რა არის ამის მიზეზი? პროფესიონალიზმი? დამოკიდებულება? შეიძლება ასეც იყოს... სამი ტელევიზია დავასახელე და საუბედუროდ, არ ჩანს, რომ მათ ჰქონდეთ დამოუკიდებელი ხელწერა, ჩაატარონ სერიოზული კვლევა, ანალიზი და არ იმეორონ ის, რაც აიწევა "რუსთავი 2-დან" - აცხადებს ივანიშვილი
                                                                                      

თაზო ბენიძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: