ვინ მართალია, ვინ არა ქვეყანამ დაინახოსა!

ვინ მართალია, ვინ არა ქვეყანამ დაინახოსა!

   ვიცესპიკერ მანანა კობახიძის განცხადებას, რომელიც მან "ფაცებოოკ" - ის საკუთარ გვერდზე ორი დღის წინ გაავრცელა, არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.

მათი თქმით, ვიცე-სპიკერის მხრიდან აღნიშნული განცხადება  ძალადობის წახალისებას წარმოადგენს .

   "12 სექტემბერს პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ, რომელიც ამავე დროს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა, "ფაცებოოკ" საკუთარი გვერდის საშუალებით გაავრცელა განცხადება,რომელიც ეხმიანება სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსების მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს.

 კობახიძე წერს: "როცა სრულიად უცნობიადამიანები უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებიან, ყოვლად უზნეო და ამორალურ პოსტებს დაგიდებენეს ვითომ კაცები, სინამდვილეშიარაკაცები, ბილწსიტყვაობენ და თანაც ქალის მიმართ, აი მერე მეუღლემ ან ძმამ ან შვილმამართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, მერე არ გვითხრას ვინმემ კრიმინოგენული ვითარება დამძიმდაო,შეურაცხყოფის და ლანძღვის თმენის ვალდებულება ნამდვილად არ აქვთ ადამიანებს ისე, პოლიტიკოსიც ადამიანია!"

    პარლამენტის ვიცესპიკერის მხრიდან, აღნიშნული განცხადება წარმოადგენს პოლიტიკური და კულტურული მიუღებლობის საფუძველზე, ძალადობის წახალისებას და ამყარებს გენდერულ სტერეოტიპებს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ პოლიტიკოსს და საჯარო პირს, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, აქვს საჯარო კრიტიკის, მათ შორის, უსაფუძვლო თავდასხმის მიმართ თმენის ვადლებულება და ეს გამოხატვის თავისუფლებით დაცული სამართლებრივი პრინციპია. აღსანიშნავია, რომ სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ იმგვარ ინფორმაციას ან იდეას, რომელსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, ან ნეიტრალურია, არამედ ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც შეურაცხმყოფელია, შოკისმომგვრელი და ამაღელვებელი.

   ამასთან, მანანა კობახიძის განცხადება აჩენს შესაძლებლობას ის წავიკითხოთ, როგორც მუქარა პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებული კულტურული ფასეულობების მქონე ადამიანების მიმართ, ვისაც შეურაცხმყოფელი კომენტარი გაუკეთებია პირადად მისი ან მისი თანამოაზრეების შესახებ.სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის "შუბლის გახვრეტით" შურისძიების გამართლება განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობისა და კრიმინალის წახალისების მცდელობას წარმოადგენს. განცხადება ამყარებს არსებულ სექსისტურ სტერეოტიპს, რომ აგრესიული და ძალადობრივი ქცევა ღირსებისა და "კაცურობის"გამოვლინება და კულტურულად დასაშვები ქცევაა. მსგავსი შეფასებები განსაკუთრებით საშიშია ისეთ პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც ხშირია ე.წ. "ღირსების დანაშაულები".

   გარდა ამისა, მანანა კობახიძის განცხადება, ქალს წარმოაჩენს, როგორც არასრულფასოვან არსებას. რომელსაც თავად არ შეუძლია საკუთარი ღირსების დაცვა და დამოკიდებულია მისი ოჯახის წევრი კაცების ქცევაზე. ეს მიდგომა განსაკუთრებით შემაშფოთებელია გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის მხრიდან და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მიერ გაცხადებული გენდერული პოლიტიკის გახორციელებას, რომელიც უპირველეს ყოვლისა ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული სექსისტური, პატრიარქალური და ძალადობრივი ღირებულებების და ქცევის წესების ცვლილებაზე უნდა იყოს მიმართული.

   ამასთან, იმ პირობებში, როდესაც საზოგადოება ინტერესს და საფუძვლიან შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში მომხდარი მკვლელობებისა და სხვა სასტიკი დანაშაულების მიმართ და ხელისუფლებას კანონიერი და ეფექტური ღონისძიებების მიღებას სთხოვს, სრულიად მიუღებელია პარლამენტის ვიცე-სპიკერის მხრიდან კრიმინალური მდგომარეობის გაუარესების საკითხზე არასერიოზული მსჯელობა, რაც არსებული პრობლემის არაღიარებას და მისი მნიშვნელობის გაუფასურების მცდელობას წარმოადგენს.

   აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და გენდერული თანსწორობის საბჭოს გაემიჯნონ ვიცესპიკერის განცხადებას",- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი კავშირი "საფარი", "ქალთა ფონდი საქართველოში", ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ჭIშG, სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე, ადამიანის უფლებების სწავლებისადა მონიტორინგის ცენტრი - EMჩ, ტოლერანტობის და მრავალფეროვნებისინსტიტუტი - თDI, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI, მედიის განვითარების ფონდი - MDF, საქართველოს რეფორმების ასოციაცია -GღAშშ, იდენტობა, საქართველოს ახალგაზრდა იურისთაასოციაცია - GYLA, ევროპელი ქალები საერთო მომავლსიათვის - ჭEჩF.

  ცნობისათვის, 12 სექტემბერს მანანა კობახიძე "ფაცებოოკ " საკუთარ გვერდზე ირინა სარიშვილის განცხადებას გამოემხაურა. მოგვიანებით ვიცესპიკერმა განცხადებაზე განმარტებაც გააკეთა.

   მე კი არ ვუარყოფ ჩემო კარგო ეს არის აფსურდი  სურათი რომელიც უბრალოდ გავაზიარე სოციალურ ქსელში არც კოემნტაი დამიწერია არფერი უბრალოდ შეთხზეს ვიღაც ვიღაცეებმა რომ თურმე მიყიდა 100 ათასიანი მანქნა,არვიცი რაარვიცი ეს ვინ გააკეთე დ ავისი ინიცატაივაა არც ის გამოვცეამ არ ვიცი  ვინ არიან,აქტის გადმაოწება შეიძლება მაგდა პოპიაშვილმა პრესამსახურის უფროსმა მოიკვლია გაარკვია და ეს მანქანა არც გაყიდულია და მაიავტოზე დევს,სურათსაც ტუ დააკვირდებით აქვს წარწერა მაიავტო

თქვენ ეს ფოტო გააზიარეთ ალბათ იმიტომ რომ მოგწონთ მანქნა და სმაომავლოდ გაქვთ სურვილი რომ შეიძინოთ

არნაირი სურვილი არა მაქვს მანქანის შეძენის და არც საშუალება არამაქვს მაგის

თქვენი არით ვისგან წმაოვიდა ეს ყველაფერი და ვინ გიწყობთ პროვოკაციას?

   არვიცი ალბათ ისევ ნაციონალური მოძროაბიდანდაუძინებელი მტერია ჩემი ყოველთვის იყო და არის ,ყველა კარგად მიცნობს დ აყველმ კარგად იცი რომ ამხელა ფასიან მანანქას და ასევე ამხელა ფასიან ნომრებს მე ვერ შევიძენ და თან როცა საჯარო მოხელე ხარ მითუმეტეს ვერ შეძლებ ყიდას.ერტადერთი სურატი უბრალოდ მედო გვერდზე და ამას მოაყოლეს მთელი ეს მაბავი

   თქვნეი მხრიდან  მ ფოტოს ატვირთვაინტრიგის ჩაგდებასს ხომ არ უკავშირდება?

არა არვითრი რა ინტრიგა უბრალდო მე ფეისბუქზე გაზიარებული მაქვს მავატოს ვერდი და ისე უბრალდო გავაზიარე ეს ფოტო,თან კლიდევ ერტხელ ვიმეორებ არანაირი კომენტარი არ დმაიწერია,შეიძლება მეგობრბემა და ხლობლებმა  რაღაც დააკომენტარეს და ამას მოაბეს ეს ამბავიც.თუმცა ამის გადამოწმება ძალიან ადვილი იყო ჩემთანაც და მაიავტოს ამდინისტრაციაშიც,თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და გაადამოწმოთ ინფორმაცია მსაივატოზე დ აგეტყვიან რომ მანქნა 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: