სად მიდიოდა თანხები პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან?

სად მიდიოდა თანხები პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან?

  არასამთავრობო ორგანიზაციამ "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდების ხაჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

  ორგანიზაციის თავმჯდომარემ 2008-2013 წლებში გაწეული ხარჯების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები წარმოადგინა. კვლევის თანახმად, თანხები იხარჯებოდა "საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაში", რომლის ჯამურმა მოცულობამ 2 779 790 ლარი შეადგინა.

 

  ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი ჭულუხაძის განმარტებით "ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქვეყნის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის #10 (17.01.2012), #804 (14.05.2012) ბრძანებებით და საქართველოს მთავრობის #1379 განკარგულებით გამოყოფილ თანხებზე, რომელიც ჯამში 1 105 197 ლარს შეადგენდა. მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული ხელშეკრულებების ასლებიდან ირკვევა, რომ #805 ბრძანებით გაფორმდა ხელშეკრულება შპს "აი პი არ საზოგადოებრივი კვლევების ინსტიტუტთან", რომლის ღირებულება 74 960 ლარს შეადგენდა".

 

  "პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 1 674 593 ლარი "საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას" და "საერთაშორისო ურთიერთობის სფეროში საკონსულტაციო მომსახურებას" მოხმარდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ განკარგულებების შესაბამისად, ერთ-ერთი ხელშეკრულება გაფორმდა იმავე კომპანიასთან, რომელთანაც გააფორმა მთავრობის კანცელარიამ, კერძოდ შპს "აი პი არ საზოგადოებრივი კვლევების ინსტიტუტთან".

 

  საინტერესოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ კომპანიასთან პრაქტიკულად ერთდროულად ხდება ხელშეკრულებების გაფორმება. ჯამში კომპანია "IPღ"-მა ამ 2 ხელშეკრულებით 145 760 ლარი მიიღო. ხელშკრულების პირობების შესაბამისად, კომპანიას დამკვეთისთვის უნდა განეხორციელებინა კვლევები და დახმარებოდა უწყებებს საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით. მათ შორის, უნდა ეზრუნა მაშინდელი პრემიერის ივანე მერაბიშვილის იმიჯზე, მოემზადებინა გამოსვლის სიტყვა, მთავარი მესიჯები და ა.შ." - განაცხადა გიორგი ჭულუხაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გარდა ამისა, ორგანიზაციის კვლევის თანხმად პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ გაფორმებული ჰქონდა ოთხი ხელშკრულება, საიდანაც სამი გაფორმებული იყო კომპანია "გრინბერგთან" (Gრეენბერგ Qუინლან ღოსნერ), ხოლო ერთი ლობისტურ კომპანია- "ითაკა ჯგუფთან" (Iტჰაცა Gროუპ).

 

  უშუალოდ "გრინბერგის" სახელშეკრულებო თანხებმა შეადგინა 1 168 580 ლარი, ხოლო "ითაკა ჯგუფის" – 435 212 ლარი. სწორედ "ითაკა ჯგუფის" ხელშეკრულება ითვალისწინებდა ლობირებას საერთაშორისო დონეზე.

 

  "მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ხელშეკრულები ძირითადად 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედებდა, ანუ აშკარაა, რომ ხელშეკრულება ემსახურებოდა მაშინდელ მმართველ ძალას და ამ მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ახალი მთავრობის უფლებამოსილებების ძალაში შესვლამდე უნდა მომხდარიყო.

 

  როგორც ანალიზის პროცესში გაირკვა, კომპანია "IPღ საზოგადოებრივი კვლევების ინსტიტუტის" დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელი იმ დროისათვის იყო მაშინდელი ხელისუფლების გუნდის წევრი და ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ კომპანიის გასხვისება სწორედ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდა. კერძოდ, 12 ოქტომბერს კომპანია გასხვისდა ლიტვის მოქალაქე ვინმე დავით ვარდიძეზე. გიორგი არველაძესთან ერთად კომპანიის 50% ასევე დათმო მისმა პარტნიორმა დიმიტრი კილაბერიძემ და დავით ვარდიძე 250 000 ლარად გახდა აღნიშნული კომპანიის 100%-ის მფლობელი", - აცხადებს ჭულუხაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: