რას აბრალებს მურმან დუმბაძე ბიძინა ივანიშვილს?!

რას აბრალებს მურმან დუმბაძე ბიძინა ივანიშვილს?!

   ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის ვიცესპიკერი მურმან დუმბაძე მისი კოალიციიდან გარიცხვას მასსა და ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ კონფლიქტს უკავშირებს. როგორც დუმბაძე განმარტავს, ის რეალურად არა აჭარის მთავრობის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტის გამო, არამედ ივანიშვილის მითითებით გარიცხეს. 

 

   "ჩვენს შორის კონფლიქტი დაიწყო წელიწადნახევრის წინ, როცა ბიძინა ივანიშვილი იყო ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი. მე მას ვუთხარი, რომ ბათუმში აზიზიეს მეჩეთი ვერ და არ აშენდება, წერტილი დასმულია.  ნახევარი წლის განმავლობაში ყოფილი პრემიერი არ მელაპარაკებოდა, იმიტომ რომ აზიზიეს მეჩეთზე ჩვენ ვერ შევთანხდით.

 

   ბიძინა ივანიშვილთან პირველ შეხვედრაზე, რომელიც ივანიშვილის ინიციატივა იყო,  ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხელისუფალი არ ვიყავი,  მე ამ თემაზე ვილაპარაკე, რომ მჭირდებოდა მისგან მხარდაჭერა, ისე მე ამ გუნდში და ჯგუფში არ მივიდოდი. ეს ჩემთვის არ არის მარტო პოლიტიკური საკითხი, ეს რეგიონული საკითხია, ეს ჩემი მშობლების, რწმენის, წინაპრების საფლავების საკითხია, აჭარლობის საკითხია თუ გინდათ",-განაცხადა დუმბაძემ.

 

   შეგახსენებთ, რომ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის ვიცესპიკერი მურმან დუმბაძე "ქართული ოცნებიდან" პარტიის პოლიტსაბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით გარიცხა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: