ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტთან ურთიერთობის ამგვარ გაუარესებას არ მოველოდით!

ირაკლი ღარიბაშვილი: პრეზიდენტთან ურთიერთობის ამგვარ გაუარესებას არ მოველოდით!

   საქართველოს ექს და მოქმედი პრემიერებისთვის მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობების ამ დოზით გაუარესება მოულოდნელი აღნოჩნდა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა  სტუდენტებტან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


  "ამ საკითხს ძალიან განვიცდი, რომ გითხრათ და ძალიან ბევრს ვფიქრობო, მოგატყუებთ, მაგრამ რა თქმა უნდა სამწუხაროა ის, რაც ხდება, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში  ვიხილეთ. ურთიერთობების ამგვარ გაუარესებას  ჩვენ, ისევე როგორც ბატონი ბიძინა, არ მოველოდით, მაგრამ თუ ყველა თავის საქმეს გააკეთებს და ერთმანეთს მინიუმ, ხელს არ შეუშლით, ყველაფერი დარეგულირდება. მჯერა, რომ პრეზიდენტიც, პარლამენტიც, მთავრობაც, სასამართლოც, მედია, რომელსაც გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე, ყველანი ვიმუშავებთ. თუ ყველა ჩვენს საქმეს გავაკეთებთ, მჯერა, რომ  ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება. ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ, ეს  ყველაზე მთავარია და თუ ჩავერევით, მაშინ ხდება კონფლიქტი,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: