ვის მიმართა რჩევის საკითხავად ირაკლი ღარიბაშვილმა ?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება , იმასთან დაკავშირებით, რომ სამთავრობო ცვლილებებამდე მას აზრი პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰკითხა.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოცდილების მქონეა და არ არის გასაკვირი, თუ მას აზრი ჰკითხეს.
"შეიძლება ჰკითხა. მე არ მგონია, შეიძლება მარტო ბიძინას არ ჰკითხა, იქნებ, მეც მკითხა, იქნებ სხვასაც ჰკითხა, ვინც გარეთ არის.
ყოფილი პრემიერმინისტრია ამხელა გამოცდილების მქონე ადამიანია, თავისი ხედვები აქვს. ბევრს ვიცნობ მე, ვისაც უნდა ჰკითხო და არამარტო ბიძინა ივანიშვილს.
არ მინდა დავსახელო, ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, საკმაოდ გამოცდილი, რომ შევეკითხო, გაგიჩნდებოდათ ეს შეკითხვა?", - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული განცხადება "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გააკეთა.
"სამთავრობო ცვლილებებამდე ღარიბაშვილმა მკითხა აზრი, თუმცა მე არ დავინტერესდი და არ მითქვამს, კონკრეტულად ასე ან ისე გააკეთეო. ჩემი დამოკიდებულება დღესაც ისეთივეა, როგორიც ადრე იყო-როდესაც მე ღარიბაშვილს პრემიერის პოსტი გადავაბარე, მისთვის არანაირი პირობები არ წამიყენებია. იგივე ვუთხარი ღარიბაშვილს ახლაც-დღეს ის არის პრემიერი და თუ ხედავს სამთავრობო ცვლილებების საჭიროებას, შესაბამისად უნდა იმოქმედოს", - განაცხადა ივანიშვილმა.