"ნაციონალურმა მოძრაობამ" ჭიკაიძე პარლამენტში მიიწვია

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ჭიკაიძე პარლამენტში  მიიწვია

   "ნაციონალური მოძრაობა" შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს ქუთაისში, ფრაქციის სხდომაზე იწვევს. ჭიკაიძეს ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე სასაუბროდ ელოდება. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ მინისტრი ვალდებულია, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს.

   "ამჯერად ჩვენ განმეორებით ვიწვევთ შს მინისტრს ფრაქციის სხდომაზე, ქუთაისში, პარლამენტში იმისთვის, რომ მობრძანდეს და ვიმსჯელოთ დამძიმებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე.

  შს მინისტრი ვალდებულია, მოვიდეს პარლამენტში, ფრაქციის სხდომას დაესწროს და პასუხები გასცეს ყველა იმ კითხვას, რომლებიც აქვთ პარლამენტის წევრებს", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

  ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობამ შს მინისტრი პარლამენტში ხუთი თვის წინაც დაიბარა. აპრილში, მინისტრის დაბარების საკითხი უმცირესობამ ჭიკაიძის ინტერვიუს შემდეგ დააყენა.


  აღნიშნული მიწვევის შემდეგ, პარლამენტში მინისტრი არ გამოცხადდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: