მერაბ შათირიშვილი-"უნდა გამოსწორდეს შეცდომები!"

მერაბ შათირიშვილი-"უნდა გამოსწორდეს შეცდომები!"

   საზოგადოებრივი მოძრაობა "ახალი რეალობისთვის" რამდენიმე დღეში თბილისში იქნება. როგორც მკითხველისთვის ცნობილია, ისინი ქუთაისის პარლამენტიდან თბილისის პარლამენტისკენ ფეხით მოემართებიან და გზაში მოსახლეობას ხვდებიან. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

   დღეს ივერიონს მოძრაობის წევრი მაკა წიკლაური დაუკავშირდა და მოძრაობის ხელმძღვანელის, მერაბ შათირიშვილის უბისის ტაძრიდან გავრცელებული მიმართვის ფართო მკითხველამდე მიტანა სთხოვა.

 

   მერაბ შათირიშვილის მიმართვა უბისის მონასტრიდან

 

 

     ივერიონი მაკა წიკლაურს გაესაუბრა

   -მაკა, უბისაში რომელი ქალაქიდან ჩახვედით?

   -უბისაში ჩავედით ზესტაფონიდან. გზაში მოსახლეობას ვხვდებით და ვხედავთ, როგორ იმედგაცრუებულია ხალხი და ელოდება ახალ რეალობას. ხალხის განწყობა არის აბსოლუტურად უკმაყოფილო ხელისუფლების, ანტიდისკრიმინაციული კანონის, კოაბიტაციის, საკადრო პოლიტიკის და სხვათა გამო. ზოგსაც სჯერა, რომ ,,ნაციონალები" რევანშისთვის ემზადებიან.

   -ახლა სად ხართ?

   -ახლა გომში შევდივართ. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ ქუთაისიდან ფეხით მოვდივართ და ასე ფეხით ჩამოვალთ თბილისში, სადაც 23 სექტემბერს, 5 საათზე, მთავრობის სასახლის წინ, ვგეგმავთ აქციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით. აქცია იქნება მშვიდობიანი და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი საიტიდან მივმართო მოსახლეობას-ნუ შეგვეშინდება ქართველობის! შემოგვიერთდით!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: