ნატალია ხოხიაშვილი:-"სად არის ამ დროს ხელისუფლება? ეს ძალიან ცუდად შემოუტრიალდებათ!"

ნატალია ხოხიაშვილი:-"სად არის ამ დროს ხელისუფლება? ეს ძალიან ცუდად შემოუტრიალდებათ!"

   2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი დაპირება იყო დაბალპროცენტიანი სესხები იპოთეკით დაზარალებულებისათვის.

   არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას ეს დაპირება საერთოდ არ გახსენებია, 45 დღე შიმშილობდნენ იპოთეკით დაზარალებულები მაშინდელი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, მათ დაპირებებიც მიიღეს მაგრამ დაპირების შესრულება არა.  ერთადერთი რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა ისაა რომ  იუსტიციის სამინისტრომ შექმნა სამუშაო ჯგუფი და მათი მუშაობის შედეგი ისაა რომ ვითომ და დაარეგულირეს პროცენტი და ჩაატარეს კამპანია ,,აწონდაწონე რისკები სანამ ბინას ჩადებ". სამაგიეროდ რა მივიღეთ, იპოთეკური ხელშეკრულებები ისევ იდება, იწერება დაბალი პროცენტი და ფარულად ხდება გარიგება მაღალ პირცენტზე. ეს გამოსავალი არაა. როცა არასამთავრობოები და დაზარალებულები ვითხოვდით დროებით მორატორიუმის გამოცხადებას გამოსახლებებზე, სანამ პრობლემა მოგვადებოდა რა მივიღეთ, პარლამენტარი გედეონ ფოფხაძის ინიცირებით საკანონმდებლო ორგანოში შევიდა პროექტი მორატორიუმზე, პარლამემტმა პირველი მოსმენით მიიღო კიდეც კანონი მაგრამ მაშინდელი  პრემიერის ჩარევით ეს კანონიც ჩავარდა. უკვე ყველანაირი ვადა ამოეწურათ ამ ხალხს, მათი პრობლემა არ მოგვარდა და დრეს 72 ათასი ოჯახი გამოსახლებას ელოდება, სამი თვის წინ მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული იყო  106 ათასი ოჯახი. 12 ათასი ოჯახის გამოსახლება აღსრულების ბიურის აწერია აღსრულებისთვის, 60 ათასამდე შსს-ოს. ამ ხალხს წასასვლელი არსად არ აქვს, თან რაც ყველაზე აღმაშფოთებელია გამოსახლება ყველაზე სასტიკი მეთოდებით ხდება, ერთ ერთი უბნის ინსპექტორმა ჩემთან საუბარში აღნიშნა კიდეც: გაასაჩივრეთ თუ გინდათ, აზრი არ აქვს, ზემოდან გვაქვს მითითება მზად იყავით ყველანაირი პროვოკაციისთვის, დაგჭირდებათ სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ, გადაიყვანეთ საავადმყოფოში გამოსახლება კი გააგრძელეთ.

   დიდ დიღომში თავის მოკვლაც კი სცადა პიროვნებამ, მაგრამ რა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს გამოსახლება კი გაგრძელდა.

   მე მესმის როცა ადამიანი ვალს იღებს ის უნდა დააბრუნოს, ეს ამ ხალხსაც კარგად ესმის მაგრამ აქ მეორე მომენტია, რისთვის აიღეს ეს ვალი. ხელისუფლებას თავის დროზე რომ ეფიქრა რეჟიმის გასამართლებაზე, სამართლიანობის აღდგენაზე და კარგად შეესწავლა ეს პრობლემა მაშინ ეს პრობლემაც არ ექნებოდა ამ ხალხს.

   დაზარალებულებს კატეგორიას რატომ ვაკუთნებთ ამ ხალხს? იმიტომ რომ ამათგან ბევრია ისეთი რომლებმაც სახლები დააგირავეს საპროცესო გარიდებისთვის, სამკურნალოდ, გადასახადებისთვის და სხვა.

   მათ ეს ქონება ჯერ ჯერობით აქვთ, ხელისუფლებას შეეძლო შეექმნა ფონდი, ისე როგორც სოფლის მეურნეობისთვის, გაეცა დაბალპროცენტიანი მრავალწლიანი სესხები, თუ ეს ხალხი ამას ვერ გადაიხდიდა ამას ხომ ხელისუფლებას ვერ დააბრალებდა.

   იპოთეკარების საქმიანობით კარგი იქნება თუ ფინანსური პოლიციაც დაინტერესდება, ეს ხალხი უამრავ შემოსავალ იღებს და არიან თუა არა გადასახადის გადამხდელები.

   ბევრი მაშინდელი თუ ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენელიც საკმაოდ სარგებლობს ამით,

   მაქვს ინფორმაცია რომ კოკა ყანდიაშვილის დედა, თინა ხიდაშელის დედა, საგანელიძის სიდედრი აპროცენტებს თანხებს, ასევე უამრავი ბინები აქვს ხალხისთვის წართმეული ბიზნესმენ ჯოზეფ კეის.

   სად არის ამ დროს ხელისუფლება? ეს ძალიან ცუდად შემოუტრიალდებათ. ეს ხალხი ქუჩაში გამოვა რადგან სახლები აღარ აქვთ და დასაკარგიც აღარაფერი აქვთ.

დროა ხელისუფლება გონს მოეგოს და ამ ხალს მიხედოს!

 

   "ივერიონი" მზადაა მასალაში დასახელებულ ადამიანებს მისცეს სიტყვა და გამოხმაურების შემთხვევაში მათი პასუხი და პოზიცია მიიტანოს ფართო მკითხველამდე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: