ტაფტის უნივერსიტეტმა მიხეილ სააკაშვილს თანამშრომლობაზე უარი უთხრა

ტაფტის უნივერსიტეტმა  მიხეილ სააკაშვილს თანამშრომლობაზე უარი უთხრა

  "ნიუ-იორკ თაიმსი"  წერს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა, ტაფტის უნივერსიტეტში ლექტორობას აპირებდა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილს უნივერსიტეტმა მასთან ურთიერთობა დაასრულა.

  "ბატონი სააკაშვილის თქმით, ის მოელოდა "უფროსი სახელმწიფო ფიგურის" სტატუსით ტაფტის უნივერსიტეტში ლექტორობის გაგრძელებას, მაგრამ მაისში უნივერსიტეტმა განცხადა, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა. სააკაშვილი ამბობს, რომ არ უცდია მუშაობის დაწყება მშობლიურ სასწავლებელში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, თუმცა, ერთ-ერთი პროფესორის თანახმად, სააკაშვილთან დაახლოებულმა პირებმა  იურიდიულ სკოლაში მისთვის სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა მოსინჯეს ",-აღნიშნავს  გამოცემა.

 

   სტატიის მიხედვით, ლინკოლნ მიტჩელი, სააკაშვილის კრიტიკოსი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ იურიდიული სკოლის ლიდერები შეშფოთებულნი არიან: "საერთაშორისო ტრიბუნალს არ უნდა გაესამართლებინა?" მიტჩელი ასევე ახსენებს "შეშფოთებას მისი ქცევის გამო".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: