ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

სანდრა რულოვსი: ასეთი ტრავმა არც ჩემმა შვილმა და არც პირადად მე, არ მინდა, რომ განვიცადო!

სანდრა რულოვსი: ასეთი ტრავმა არც ჩემმა შვილმა და არც პირადად მე, არ მინდა, რომ განვიცადო!

  საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის, პირადად მისი და ოჯახისთვის ქონების დაყადაღების ფაქტს გამოეხმაურა. აღნიშნულზე რულოვსმა "რუსთავი 2"-ის ეთერში ამსტერდამიდან პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.

  ყოფილმა პირველმა ლედიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბარნოვზე ბინა მას მამამისმა აჩუქა. ასევე მიხეილ სააკაშვილის დედისა და ბებიის ბინები დიდი ხნის წინ შეძენილია და თაობებიდან თაობებს გადაეცემოდა.

  "ამდენი წელი სიკეთის მეტი რა გვიკეთებია?! ახლა როცა მინდა, რომ თბილისში დავბრუნდე და სიკეთის კეთება გავაგრძელო, ამის საშუალებას უკვე აღარ მაძლევენ. სკოლა ერთი კვირაა, რაც დაიწყო, ჯერ ისეთი არაფერი. ჯერ არ არის აუქციონზე გაყიდული, ალბათ, ამის შესახებ მერე გავიგებთ, მაგრამ ეს ფაქტი, რომ ჩვენს ქონებასთან მიმართებაში, რაღაც მოძრაობა მიმდინარეობს, უკვე ნიშნავს, რომ იქ შევალ და ერთ მშვენიერ დღეს, ვიღაცა მოვა და გვეტყვის, რომ უნდა გავიდე. ასეთი ტრავმა არც ჩემმა შვილმა და არც პირადად მე, არ მინდა, რომ განვიცადო. 10 კი არა, თითქმის 20 წელია, 18 წელია, საქართველოში ვარ და ასეთი რამე დავიმსახურე? - უბრალო ჩვეულებრივი კითხვა. ეს ყველაფერი ემოციებთანაა კავშირში. მე ყოველთვის ყველაფერს ოპტიმისტურად ვუყურებ და მგონია, რომ ეს გაუგებრობა გაირკვევა. იმედი მაქვს, რომ არის გზა უკან დასაბრუნებელი და მოგვცემენ საშუალებას, რომ მშვიდად ვიცხოვროთ და საქართველოსთვის სიკეთის კეთება გავაგრძელოთ, რაც 10-15 და მეტი წელია, გაგვიკეთებია. ამის იმედი მაქვს და მჯერა, რომ ეს შესაძლებელია", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

   სანდრა რულოვსი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან წასვლა დროებითია.


  "როცა გყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც სკოლაში დადის. თავისი სოციუმი აქვს, რითმი აქვს, მეგობრები ჰყავს. ერთი ან ორი წლით სხვა ქვეყანაში ცხოვრებით ეს არ უნდა შეწყვიტოს. ეს იყო ჩემი პრინციპი", - განაცხადა რულოვსმა.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: