დაპირისპირება თბილისის ცენტრში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში

   საინფორმაციო სააგანტომ correspondent.ge-მ გაავრცელა თბილისის ცენტრში ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალა. 

   ივერიონი მასალის ავტორს ზაზა სვანაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა:

 

   -ორთაჭალაში (რესტორან ,,მაჭახელას'' მიმდებარე ტერიტორიაზე) ჩემთვის უცნობმა მოქალაქეებმა ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების სპეციალისტი (ე.წ. ,,სტაიანშჩიკი'') სასტიკად სცემეს, აღსანიშნავია ის ფაქტი რომ იქვე რამოდენიმე მეტრში 2 საპატრულო ეკიპაჟი საგზაო მოძრაობის წესებს არეგულირებდა, რამდენიმე წამში საპარტულო ეკიპაჯებიც მივიდნენ ინციდენტის ადგილზე, თუმცა შეხლა-შემოხლა არ შეჩერებულა და მოქალაქეები არ ემორჩილებოდნენ პოლიციას. შემდეგ მე ჩავედი ქვევით

და მომესმა ჩემთვის უცნობი მოქალაქეების საუბარი, რომ ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პირი არის კრიმპოლის თანამშრომელი და მას ზურგი ქონდა. მე დავუკავშირდი შსს პრეს-სამსახურს და ამ წუთებში მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ინციდენტში მონაწილე ოთხივე პირი დაკავებულია. საქმე აღიძრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  166 მუხლით.(წვრილმანი ხულიგნობა)

    კითხვაზე, არის თუ არა რომელიმე მათგანი შსს-ს თანამშრომელი, შსს-ს პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ ჩხუბში მონაწილე არც ერთი ადამიანი სამართალდამცავი არ ყოფილა".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: