გელა ქენქაძე: ზურაბ ჟვანიას სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები არ ჰქონია!

გელა ქენქაძე: ზურაბ ჟვანიას სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები არ ჰქონია!

  ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკავებული მიხეილ ძაძამიას ადვოკატმა გელა ქენქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის დაზიანებები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ფოტოშოპია.

 

   მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვს არანაირი სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები არ ჰქონიათ.

 

 "მე ვნახე მასალები და ამ მასალებიდან ირკვევა, რომ არანაირი დაზიანებები მათ არ ჰქონიათ. ზურაბ ჟვანიას ტუჩზე იყო მხოლოდ პატარა დაზიანება, ისიც უმნიშვნელო", - განაცხადა ქენქაძემ.

 

 

  ქენქაძის თქმით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე მოითხოვს, რომ ძაძამიას აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი, 5 ათასი ლარის ოდენობით.

 

"მიხეილ ძაძამია ამ დროს თავის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, ის საერთოდ არ მუშაობდა. ზურაბ ჟვანიამ დაურეკა და სთხოვა, რომ მიეყვანა იმ ბინაზე - საბურთალოზე, სადაც შეხვედრებს მართავდა, მიიყვანა და წამოვიდა. შესაბამისად, მისი სამსახურებრივ გულგრილობაში დადანაშაულება სრულიად უსაფუძვლოა", - აღნიშნა ქენქაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: