ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

მიშა მაჭავარიანი არასდროს გახდება ზვიად გამსახურდია, არც გიორგი ვაშაძე იქნება მეორე დავით აღმაშენებელი!

მიშა მაჭავარიანი არასდროს გახდება ზვიად გამსახურდია, არც გიორგი ვაშაძე იქნება მეორე დავით აღმაშენებელი!

უნებლიედ ნატო მეტონიძის სიმღერის ფინალი „საით მიდიხარ, საით მიდიხარ?“ _ გამახსენდა, როცა მიშა მაჭავარიანის „ნაციონალებიდან“ წასვლაზე ინფორმაცია წავიკითხე.

თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, იგი თურმე აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან გადაყენების გამო ამხედრებია „მშობლიურ“ პარტიას და როგორც ვარაუდობენ ახალ  „სახალხო-ეროვნულ“ პარტიაში გადაბარგებას აპირებს.

ჯერ ერთი, მიშა მაჭავარიანი ყოველთვის იგივე კონიუნქტურას მორგებული ვითომ პოლიტიკოსი იქნება და მეორეც, რაც არ უნდა „ფერი იცვალოს“, ვერასდროს დაემსგავსება სახალხო პატრიოტული სულისკვეთებით საქართველოს პირვე; პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ჭეშმარიტად მიიტანა საკუთარი იდეების სამსხვერპლოზე. სხვა საკითხია, შეძლო თუ არა მან ამ იდეების განხორციელება, ან მისცეს თუ არა მას შიდა და გარეშე მტრებმა ამის საშუალება!

მიშა მაჭავარიანის გადაწყვეტილება ამყარებს აზრს იმის თაობაზე, რომ „ნაციონალები“ თანდათან სხვა, ახალ  პარტიებში გადაპორტირდებიან და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრით შეეცდებიან საკუთარი დაუოკებელი სურვილის - ხელისუფლებაში დაბრუნების - ასრულებას!

კიდევ ვიმეროებ: „ნაციონალ-დაშნაკები“ ოქროს ტახტზე ტომც დაჯდნენ და ხალხს ახალი „ქართული ოცნება“ შესთავაზონ, მაინც ვერ მოიხსნიან იმ საშინელ დამღას, რაც მათ მიერ გაკეთებულ „საგმირო საქმეებს“ უკავშირდება!...

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაცების“ ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურა გიორგი ვაშაძეც საკუთარ პარტიაზე განაწყენებულა და დამოუკიდებელი თამაშის წამოწყებას აპირებს.

ჯერ ერთი, თუ ვულგარულად ვიტყვით, ვინ ჭამს ამას (თუ ესეც „ვჭამეთ“, ალბათ, ვერც მოვინელებთ), მეორეც, მაჭავარიანისა არ იყოს, არც ამას „გამოუვა დაწეროს ახალი „გალობანი სინანულისანი“ და ვერც მეორე დავით აღმაშენებლად იქცევა!

ასეთ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი - პოლიტიკური მოუსავლეთი, საიდანაც დაბრუნების შანსი ფარისევლებს არ უნდა მივცეთ!

                                                                  ანდრია ლისაშვილი

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: