ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

მიიღებს თუ არა სადღობელაშვილი ანი ნადარეიშვილის გამოწვევას?

მიიღებს თუ არა სადღობელაშვილი ანი ნადარეიშვილის გამოწვევას?

   მას შემდეგ, რაც "თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ახალაიას პროცეზე შეიჭრა, ანი ნადარეიშვილი მის ამ ქმედებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა და სასამართლოში მისვლა 29 სექტემბერს შესთავაზა.

   

   -"მივმართავ ლადო სადღობელაშვილს და მის დედიკოს (აი ვიღაც ქალი რომ დაყვება)! 29 სექტემბერს 11 საათზეა ბაჩოს შემდეგი პროცესი და მობრძანდეს და გვითხრას პირადად რა უნდა, დღეს კურდღელივით რომ მოვარდა, მაშინ, როცა არც ბაჩო იყო და არც მე, 29-ში მობრძანდეს დედიკოსთან ერთად! ველოდები! თუ არ მოვა ჩმორობაში ჩაეთვლება!"-წერს ნადარეიშვილი.

 

   მიიღებს თუ არა გამოწვევას ლადო სადღობელაშვილი, ჯერ დაზუსტებით უცნობია, თუმცა მისი სიტყვებით რომ ვთქვათ "ის არის მამაკაცი და ქალბატონის სიტყვებზე აყოლა არ ჩვევია".

   როგორც ირკვევა ორგანიზაცია გაჩერებას არ აპირებს და ბრძოლას აგრძელებს.

   

   -"მე დავაფიქსირე ჩემი, და არა მარტო ჩემი აზრი მთლიანად "ნაც მოძრაობისა" და სისხლისმსმელი ბაჩანა ახალაიას მიმართ. ახალი, არ არის რომ ახალაია არის ოდიოზური პირი რომელიც აწამებდა პატიმრებს, უსამართლოდ ექცეოდა სხვა აზრისა და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეებს, საქართველოს კი 9 წლის განმავლობაში კლავდა.

"თავისუფალი თაობა" იბრძვის ნაციონალური მოძრაობის სისხლანი რეჟიმის სამუდამოდ დასამარებისთვის"-აცხადებს სადღობელაშვილი.

 

   მიიღებს თუ არა სადღობელაშვილი ანი ნადარეიშვილის გამოწვევას, ამას 29 სექტემბერს იხილავს საზოგადოება.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: