ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

საქართველო საერთაშორისო კონვენციას ხელს მოაწერს

საქართველო საერთაშორისო კონვენციას ხელს მოაწერს

   საქართველო ჩვეულებრივი  შეიარაღებული ვაჭრობის შესახებ კონვენციას მოაწერს ხელს. ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძე და მისი მოადგილე დავით ზალკალიანი იუწყებიან.

  "საქართველო დღეს, სხვა ქვეყნებთან ერთად, ხელს მოაწერს საერთაშორისო კონვენციას ჩვეულებრივი შეიარაღებული  ვაჭრობის შესახებ, ეს არის ასევე განსაკუთრებული მოვლენა გაეროს გენერალური  ასამბლეის ფარგლებში და საქართველო ამით კიდევ ერთი საერთაშორისო კონვენციის წევრი გახდება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განმარტებით კი  აღნიშნული კონვენცია ჩვეულებრივი შეიარაღების უკანონო გაყიდვის, საზღვრის უკანონო კვეთის პრევენციას ახდენს.

  "მნიშვნელოვანია, რომ რაც მეტი საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი იქნება ამ კონვენციის წევრი, მით მეტი იქნება იმის გარანტია, რომ არ მოხდება იარაღით უკანონო ვაჭრობა",-აცხადებს ზალაკალიანი.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: