"თავისუფალი თაობა" : "თქვენც იგივე ბედი გელით რაც გუშინ დაემართა თქვენს მეგობრებს "თავისუფალი ზონიდან!!!!!!!!!!!"
ორგანიზაცა "თავისუფალი თაობა" მიმართვას ავრცელებს. მიმართვის ადრესატი კი ამჯერად "ევრაზიული არჩევანი" და მისი ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძეა.
ორგანიზაციის წევრები მოუწოდებენ არჩილ ჭყოიძეს შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება, ნუ იბრალებს "თავისუფალ თაობასთან" თანამშრომლობას და ურთიერთობას, ახალგაზრდები აფრთხილებენ "ევრაზიულ არჩევანს" და მის ხელმძღვანელობას, თუ ისინი კვლავ განაგრძობენ ხალხის მოტყუებას და სიცრუის გავრცელებას, მათაც იგივე ელით, რაც "თავისუფალ ზონას" მოუვიდა ორი დღის წინ.
"ივერიონი" მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
"თავისუფალითაობა"მივმართავთ"ევრაზიული არჩევანის" ხელმძღვანელს ვინმე არჩილ ჭყოიძეს.ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ნაცების დავალებით თქვენ დადიხართ და ავრცელებთ დეზინფორმაციას თითქოსდა ჩვენ გვაქვს ურთიერთობა თქვენთან და სხვა თქვენნაირ მარგინალურ ორგანიზაციებთან, ამავე დროს თქვენ რუს მეგობრებსაც ატყუებთ, რომ თითქოს ჩვენთან არის თქვენი ხალხი. გვესმის, რომ გსურთ ამ დეზინფორმაციით მოიპოვოთ მატერიალური წახალისება, მაგრამ ვერანაირად ვერ შევეგუებით იმ აზრს, რომ თქვენთან ან თქვენნაირი იდეოლოგიის ადამიანებთან ვითანამშრომლოთ.
თქვენი და თქვენნაირი მარგინალური ორგანიზაციების ფასადური და იმიტირებული "ბრძოლა" ნაცების წინააღმდეგ, ცალსახად წყალს ასხამს ნაცბანდის წისქვილზე, რადგან თქვენთან , თქვენს იდეოლოგიასთან ისინი ყოველთვის გამარჯვებულები დარჩებიან. ცნობისთვის, ჩვენი იდეოლოგია დამყარებულია მე-20 საუკუნის დიდი ქართველების ილია მართლის,ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას იდეებზე, რომელთანაც თქვენ და თქვენნაირები კატეგორიულ წინააღმდეგობაში მოდიხართ.თქვენ თქვენი გაუაზრებელი და მარგინალური ქმედებებით აძლიერებთ ნაციონალურმოძრაობას და "თავისუფალზონას", ამიტომ ერთნაირად მიუღებლები ხართ ჩვენთვის.
მოგიწოდებთ თავი გაანებოთ ჩვენი სახელის გამოყენებას მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით და ნაცბანდის დავალებების შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენც იგივე ბედი გელით რაც გუშინ დაემართა თქვენს მეგობრებს თავისუფალი ზონიდან!!!!!!!!!!! ნათქვამია მიმართვაში.
მოამზადა თაზო ბენიძემ