"ჩვენ ყველა შევცდით, შევცდით ქართველებიც და აფხაზებიც"

"ჩვენ ყველა შევცდით, შევცდით ქართველებიც და აფხაზებიც"

   აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს სპეციალური მიმართვა გაავრცელეს და განაცხადეს, რომ 27 სექტემბერი მთელი საქართველოსთვის ტკივილიანი და მძიმე დღეა, რომელიც არასდროს მიეცემა დავიწყებას. არასამთავრობოების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის ადამიანები, რომლებმაც თავი გასწირეს სამშობლოსათვის.

 

   -"ჩვენ ყველა შევცდით, შევცდით ქართველებიც და აფხაზებიც, მაგრამ საჭიროა ჩვენ თვითონ გავხდეთ კონსოლიდირებულნი და გამოვნახოთ შერიგების გზა"-განაცხადეს ბრიფინგის მონაწილეებმა და საზოგადოებას ერთობლივი მიმართვა გააცნეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: