მაია ფანჯიკიძე: მოხარული ვარ ჩინეთთან ურთიერთობები საფუძვლიანად ვითარდება!
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ჩინეთის რესპუბლიკის დაარსების 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.
მინისტრმა მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას ჩინეთის რესპუბლიკის დაარსების 65-ე წლისთავი მიულოცა და ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებისა და ახალი აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე.
"საქართველოს მთავრობისათვის ძალიან საინტერესოა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინ პინის მონაწილეობა ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივაში. ეს ხელს უწყობს უძველესი აბრეშუმის გზის აღორძინებას თანამედროვე სამყაროში. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაეროს ასამბლეაზე გაჟღერებულ გზავნილს სადაც მან აბრეშუმის გზის პრიორიტეტებზე ისაუბრა. საქართველოსა და ჩინეთს შორის ამ საკითხზე თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია და მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად და საფუძვლიანად ვითარდება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ჩინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.