ლია რუსიაშვილი: ათეისტებმა და მატერიალისტებმა წაიკითხეთ!
საჭიროდ ვთვლი, მივუბრუნდე ჩემს სტატუსს - „ათეისტები და მატერიალისტები ნუ წაიკითხავთ!“- რაკი მან მკითხველთა მკვეთრი ვნებათღელვა გამოიწვია. სტატიის პირველი ნაწილი, გარკვეულმა კატეგორიამ, რატომღაც, ჩემს პირად „აღმოჩენად“ მიიჩნია და გაღიზიანდა, რეალურად კი, მე ვიზიარებდი და ვეთანხმებოდი მანამდე არსებულ შეხედულებებს, რომელთაგან ნაწილს ქვემოთ წარმოგიდგენთ. ხოლო, რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც ფსიქოტრონული ზემოქმედების საშიშროებას ეხება, მასზე სამომავლოდ ვიმსჯელებთ.
შეგახსენებთ, რომ პირველ ნაწილში ვწერდი: - „გასაკვირია, რომ ათონის წმინდა მთის ბერთა გაფრთხილების მიუხედავად, საზოგადოების ერთი ნაწილი ელექტრონულ ბარათსა და მის მომდევნო საფეხურში (იგულისხმება ჩიპის ჩანერგვა სხეულში) - მაინც, მხოლოდ და მხოლოდ, "ტექნიკის სიახლეს" ხედავს, ხოლო საზოგადოების მეორე ნაწილის მიხედვით, თურმე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მიერ ნაწინასწარმეტყველებ "მხეცის ბეჭედში", (რომელსაც ადამიანები მიიღებენ მარჯვენა ხელზე ან შუბლზე და რომლის გარეშეც ისინი ვერ შეძლებენ ყიდვა-გაყიდვას და მუშაობას), იგულისხმება არა ჩიპის ჩანერგვა, არამედ-- ხელით (ანუ ქმედებით) და შუბლით(ანუ გონებით) აღსრულებული ანტიქრისტული საქმეები!
შესაბამისად, ამ მსჯელობიდან გამომდინარე, რაკი კაცობრიობა დღემდე უმეტესად, ცოდვის გზით მოდის ანუ, გონებით და საქმით აღასრულებს ღვთივსაწინააღმდეგო საქმეებს, გამოდის, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი წარღვნამდე არსებულა და წმინდა იოანეს ამაოდ მიუნიშნებია ბოლო ჟამის პერიოდზე!. გარდა ამისა, საქმით და გონებით ღვთივსაწინააღმდეგო ქმედება რომ დამღუპველია, ამაზე ქრისტეს მოსვლამდეც აფრთხილებდა ბიბლია ადამიანებს და მასზე აპელირება არა მარტო სრულიად უადგილოა, არამედ, გაურკვეველიც, რადგან ტერმინი "ანტიქრისტეს ბეჭედი" მხოლოდ მართლმადიდებლობას უკავშირდება, ანუ ქრისტეს მცნებების წინააღმდეგ სატანის ბოლოჟამისეულ კუდის მოქნევას...“
ამ წერილში თემის განვრცობის ერთერთი მიზანიც ამას ემსახურება - მაინც რა ნიშნებით უნდა გამოვიცნოთ „სატანის ბოლოჟამისეული კუდის მოქნევა?“ ეს ნიშნები სახარებაში გარკვევითაა ჩამოთვლილი: - „მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: - „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი? მიუგო იესუმ მათ პასუხად: - გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ, ვინაიდან, ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: - „მე ქრისტე ვარ და მრავალს შეაცდენენ, ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს, იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. ვინაიდან, აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და იქნება შიმშილი და მიწისძვრები ადგილ-ადგილ...“(მათე, 24. 3, 7) ანუ, ბოლო ჟამის ამოსაცნობ ნიშნებში მოიაზრება მოხშირებული ომები, შიმშილი და მიწისძვრები, მაგრამ მთავარი ნიშანი, ჩემი, რიგითი ქრისტეანი დამკვირვებლის ვარაუდით, მაინც, საყოველთაო ქრისტესმტყუვრობის გავრცელება და მრავალთა შეცდენა იქნება, რაც უკვე მიმდინარეობს ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში და მათ შორის, ცხადია, საქართველოშიც, ერთობ გულისამაჩუყებელ გამოთქმათა ფონზე: „რჯულისკანონი მოძველდა და მთავარია გვიყვარდეს ერთმანეთი და ყველა ცხონდება!“, ან: „უნდა გადაფასდეს შუა საუკუნეების წმინდანთა სწავლებები და ყველა რელიგიისწარმომადგენლები ერთად დავდგეთ ხელჩაჭიდებულნი, რადგან ღმერთი ყველასთანაა!“, ან: „კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე...“ და ა.შ.
უნდა შევთანხმდეთ იმ საკითხში, რომ „რჯულისკანონი“ მართლმადიდებლობის სარკე გახლავთ, რამეთუ “მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებს შვიდ წმიდა მსოფლიო კრებას. ეს კრებები გამოხატავენ სრულიად კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის სარწმუნოებას, ნებასა და აზრს. მსოფლიო კრებებს, ჩვეულებრივ, ეკლესიაში მართლმადიდებლური სწავლების დასამტკიცებლად და ერესის სამხილებლად იწვევდნენ. ამ კრებებზე სულიწმიდის კარნახით გაცხადებული და ფორმულირებული სარწმუნოების ჭეშმარიტებანი - დოგმატები მტკიცე ზღუდედ არტყია მართლმადიდებლობის სიწმიდეს. ექვსი მსოფლიო კრების მიერ ნაკურთხი საეკლესიო კანონები დაედო საფუძვლად სჯულისკანონს (787 წლის VII მსოფლიო კრების, აგრეთვე კონსტანტინოპოლის 861 და 879 წლების ადგილობრივი კრებების კანონები მათ მოგვიანებით, ფოტიოსის დროს დაემატა), რომელიც წარმოადგენს მადლმოსილ კანონიკურ ნორმას, გამოსაყენებელს ყველა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიათა პრაქტიკაში.
ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს („წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.) და როგორც კი „რჯულისკანონის“ „მოძველებაზე“ გავიგონებთ მოწოდებებს, საქმე არც მეტი, არც ნაკლები, ახალი მსოფლიო რელიგიის შემზადებასთან გვექნება, ხოლო, ვის რელიგიას წარმოადგენს იგი, ძნელი ამოსაცნობი არაა, მითუფრო, რომ რახანია, საკმაოდ ხშირად და დაუფარავად გაისმის სახელი--„ანტიქრისტე“... მართლმადიდებლობასთან ბრძოლის ამგვარი მზაკვრული გეგმის შესახებ წინასწარვე იცოდნენ სულიწმინდით განბრძნობილმა წმინდა მამებმა და მას „საიდუმლო უსჯულოებისა“ უწოდეს:- „ვინაიდან უსჯულოების საიდუმლოება უკვე მოქმედებს, ოღონდ ახლა არის შემკავებელი, სანამ შუაგულიდან არ იქნება გაყვანილი“ (თესალონიკ. 2, 7).
სწორედ ეს ურჯულოების საიდუმლო მოქმედებდა საუკუნეების მანძილზე მრავალგვარი ნიღბით და დღევანდელობაში უკვე „სიკეთის, სიყვარულისა და ძმური ერთიანობის“ ნიღბით მოგვევლინა. ხოლო, რაც შეეხება „შემაკავებლის მოხსნას“, რომელზეც პავლე მოციქული საუბრობს. მოიაზრება შემდეგი: როგორც კი პანეკუმენიზმი (ყველა რელიგიების გაერთიანება) პიკს მიაღწევს, რაც, სავარაუდოდ, მერვე მსოფლიო კრების შემდეგ უნდა გამოიკვეთოს, „შემაკავებელიც“ მოხსნილი იქნება, ანუ ღმერთი საბოლოოდ განეშორება ქრისტესმტყუვართა საკრებულოს, ხოლო, რომელი იერარქიც განემიჯნება მას, ქრისტეს ეკლესიაც მასთან გადაინაცვლებს(„ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ სძლევენ მას“). ამ პროცესების ფონზე ნიშანდობლივად იკვეთება ის მიმართულებაც, რომელიც „მეცნიერულ-ტექნიკური“ პროგრესის სახელით ნებისმიერ შეთავაზებას წინდაუხედავად აღებინებს კაცობრიობას და სწორედ აქ, შესაძლოა იყოს ის საბედისწერო არჩევანი, რაზეც იუწყება იოანეს „გამოცხადება“.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ძალზე რთულია გამოცნობა, საამისოდ კონკრეტულად რომელი სახის „ტექნიკის სიახლე“-ს გამოიყენებენ უსჯულოების საიდუმლოს აღმასრულებლები, თუმცაღა, უფლებას ვიტოვებ, რომ ეჭვი კანქვეშ ჩასანერგ ჩიპებზეც მივიტანო, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩემს (და არა მხოლოდ ჩემს) მოსაზრებას ვინმეს თავს ვახვევ. იმისათვის, რომ ხიბლში არ აღმოვჩნდეთ და საკუთარმა თავდაჯერებულობამ საბედისწერო შეცდომაში არ შეგვიყვანოს, აუცილებელია დავეყრდნოთ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის და წმიდა მამათა სწავლებებს; შევისწავლოთ ძველი და ახალი აღთქმის წიგნებზე ეკლესიის დიდ მოძღვართა განმარტებები და თანამედროვე მოდერნისტი „თეოლოგებისაგან“ განსხვავებით, რომელთაც კადნიერად მიაჩნიათ, რომ წმინდანებზე უკეთ აზროვნებენ და „რომის პაპზე დიდნი“ ბრძანდებიან, თავს უფლებას აძლევენ ეკლესიისთვის უცხო ინტერპრეტაცია მისცენ მამათა ნააზრევს - ჩვენ განუხრელად გავყვეთ მართალ მამათა მიერ გაკვალულ გზას. სწორედ ამიტომ, იოანე ღვთისმეტყველის „გამოცხადებასთან“ დაკავშირებით, ჩემი ყურადღება მიიქცია წმინდა ანდრია კესარიელის და წმ. იპოლიტე რომაელის განმარტებებმა „მხეცის ბეჭდის“ შესახებ, რომელსაც სხვა წმინდანებიც იზიარებდნენ და მათი მოძიება ძნელი არაა.
ამჟამად, ვფიქრობ, საკმარისია წარმოდგენილ დასკვნებზე დაკვირვება. წმ. ანდრია კესარიელი - „წარმწყმედელი შეეცდება, მხეცისა და მტარვალის სახელი აღბეჭდოს კაცთა მარჯვენა ხელზე და შუბლზე, რათა კეთილ საქმეთა ქმნის ძალა წაერთვათ და ყოველგვარ საცთურსა და ბოროტ საქმეში ურცხვნი და კადნიერნი იქმნან, მაგრამ, საღმრთო ნათლით დაბეჭდილნი ანტიქრისტეს საცთურთ არ მიიღებენ და მაშინ მტარვალი იგი მ ხ ე ც ი ს ბ ე ჭ ე დ ს ყ ვ ე ლ გ ა ნ გ ა ა ვ რ ც ე ლ ე ბ ს, რათა მის გარეშე ვერაფერი იყიდონ და ვერც გაყიდონ...“
სიტყვა „გავრცელება“ რას უსვამს ხაზს, თუ არა იმას, რომ ბეჭედს ექნება მატერიალური სახე, რადგან ყიდვა-გაყიდვა თავადაა მატერიალური სფერო. ამასთან, საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს ის რეალობა, რომ ჩიპიც, რომელსაც ფულის გაუქმების შემდეგ შემოიტანენ მთელ მსოფლიოში, სწორედ მარჯვენა ხელზე ან შუბლზე იქნება ჩანერგილი და მის გარეშე ვერავის შეეძლება ყიდვა-გაყიდვა.
ალბათ, ღირს ამ დამთხვევაზე დაფიქრება, თუნდაც, სიფრთხილის თვალსაზრისით... ამ მიმართულებით ასევე საინტერესოა წმინდა იპოლიტე რომაელის მოსაზრება: - „ვერავინ იქნება შემძლებელი ან იყიდოს, ან გაყიდოს რამე. ვერც სხვისას გაყიდის და იყიდის, ვერც თავისას, იმათ გარდა, ვისაც ანტიქრისტეს სახელი ექნება ხელზე ან მისი ხატი ექნება გამოხატული შუბლზე...“ აქაც, ძალაუნებურად გახსენდება, რომ სწორედ ჩიპში, რომელიც საოცრად მოქნილი და ფართო შესაძლებლობების მქონე მიკროაპარატი იქნება, იოლად შესაძლებელია ანტიქრისტეს სახელის ან გამოსახულების შეტანა და შესაბამისად, ვინც მას ჩაინერგავს ნებაყოფლობით, ცხადია, „მხეცის ნიშნის“ ამგვარად მიღების შესაძლებლობასაც ნებაყოფლობითვე დაუშვებს. ამიტომაც ვეღარ გაიმართლებს შემდგომ თავს - არ ვიცოდი, ან ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ შეიტანეს ჩემს ჩიპში მხეცის ბეჭედიო.
სხვათა შორის, ფულის გაქრობა და მისი შეცვლა ე.წ. „ელექტრონული ფულით“ უკვე დაწყებულია მთელ მსოფლიოში, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყოველი ადამიანის ერთადერთი დოკუმენტი იქნება ელექტრონული ჩიპი შუბლზე ან მარჯვენა ხელზე. ასევე, რახანია, შექმნილია გიგანტური კომპიუტერი ბრიუსელში, სამი ექვსიანის გამოსახულებით, რომელსაც შეუძლია მილიარდობით ადამიანი აკონტროლოს და რომლის სახელწოდებაცაა - „მხეცი“.
აი, ამ „მხეცის“ მეშვეობით ნებისმიერი მონაცემის შეტანაა შესაძლებელი ელექტრონულ ჩიპში (აქაც დააკვირდით, როგორ ემთხვევა ერთმანეთს სახელი „მხეცი“ და ნაწინასწამეტყველები „მხეცის ბეჭედი“--მართლაც, ჩიპი („ბეჭედი“) შუბლზე და მარჯვენაზე ხომ ამ კომპიუტერის („მხეცის“) მეშვეობით იმართება?!), მათ შორის სატანური სიმბოლიკებისაც, იქნება ეს ანტიქრისტეს საიდუმლო სახელი ან მისი რიცხვი--666, ან--სხვა რომელიმე სიტყვა თუ ფრაზა.
იქნებ, ამას გულისხმობდა წმინდა ნილოს მირონმდინარე, როცა გვაფრთხილებდა: -„როდესაც კაცი მიიღებს ბეჭედს, გული მისი კიდევ უფრო უგრძნობელი გახდება, ვიდრე დაბეჭდვამდე იყო. იმის გამო, რომ ადამიანებს აღარ ექნებათ შიმშილის გაძლების უნარი, ისინი წარიტაცებენ მკვდართა სხეულებს და იქვე, სადღაც გზის პირას ჩამომსხდარნი, დაუწყებენ მძორს ჭამას. ბეჭედზე კი იქნება შემდეგი წარწერა: „მე შენი ვარ“. „დიახ, შენ ჩემი ხარ“. „ნებით მოვდივარ და არა იძულებით“. „და მეც შენი ნებით გიღებ შენ და არა იძულებით“. ეს ოთხი ზმნა ან წარწერა იქნება გამოსახული იმ წყეულის ბეჭდის შუაგულში...“ დასკვნა:- წინა საუკუნეების დიდი მამების გაფრთხილება ძირითადად, ერთმანეთს ემთხვევა ბეჭდის არსის გააზრებაში, თუმცა, კონკრეტულად, რა იქნება მხეცის ბეჭედზე წარწერილი - ანტიქრისტეს სახელი, რიცხვი თუ ფრაზეოლოგია, ამის შესახებ ისინი პირად ვარაუდებს გამოთქვამენ. რაც შეეხება თანამედროვე უდიდეს ათონელ მოღვაწეს, მამა პაისი ათონელს, ის „მხეცის ბეჭდად“ პირდაპირ მოიაზრებს 666-ს და ამბობს: -„იოანე მახარებელმა იცოდა, რას იზამდა ეშმაკი, მსგავსად იმისა, როგორც წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ქრისტეს „ოცდაათ ვერცხლად“ გაყიდიდნენ, რომ მას ძმარს შეასმევდნენ, რომ მის სამოსელს განიყოფდნენ. ორი ათასი წლის წინ დაიწერა, რომ ადამიანები აღიბეჭდებოდნენ რიცხვით „666“—„აქა არს სიბრძნე, რომელსა აქუს გონებაი, აღიპყარნ რ ი ც ხ ვ ი ი გ ი მ ხ ე ც ი ს ა ი, რამეთუ რიცხვი კაცისაი არს, რ ი ც ხ ვ ი მ ი ს ი ე ქ უ ს ა ს ს ა მ ე ო ც დ ა ე ქ უ ს“.
666 ებრაელებისთვის ეკონომიკის სიმბოლოა. როგორც წმინდა წერილი ამნბობს, ებრაელებმა სხვადასხვა ომებში დამორჩილებულ ერებს ხარკი დააკისრეს. წლიური ხარკი ოქროს 666 ტალანტს უდრიდა. ახლა კი იმისთვის, რომ მთჶლი ქვეყნიერება დაიმორჩილონ, ისინი ისევ ძველ ხარკისეულ რიცხვს იყენებენ, რაც მათ დიდებულ წარსულს უკავშირდება. სწორედ ამიტომ არ სურთ ამ რიცხვის შეცვლა--ანუ, 666 მამონას სიმბოლოა“... ვფიქრობ, დაინტერესებულ პირთათვის, საკმარისია ეს მცირეოდენი მიმოხილვა, რადგან ფართო მსჯელობისთვის შესაფერისი აუდიტორია აქ არ გახლავთ. მიზეზი მარტივია, ინტერნეტსივრცეში არსებული ისეთი სუბიექტებისგან, როგორიცაა: ვინმე ანია ცუცქირიძე, (რომლის კედელზეც შიშველი ქალისა და სახეწაშლილი როკმენების მეტს ვერაფერს ნახავ), უნდა ელოდე უცნაურად გაბოროტებულ კომენტარს ან, ვინმე მალხაზ ჩემიას უნდა აუხსნა, რომ ღმერთის შესახებ მისი შეხედულება ადოგმატურია, გამომდინარე მისივე მტკიცებიდან:- „დენიც მატერიაა და ღმერთიც... „ღმერთი გაცილებით მატერიალური სუბსტანციაა, ვიდრე ამათ ჰგონიათ“... ან, ვიღაც საეჭვო ფსიქიკის თენგიზ ჩიქობავას უნდა უთმინო „თავაზიანი კომპლიმენტები“... გარდა ამისა, არსებობენ წყალწაღებული ათეისტებიც, რომელთანაც, ამგვარ საკითხებზე მსჯელობას სჯობია კედელს ცერცვი შეაყარო, რადგან ცერცვის კედელზე დამაგრების ალბათობა გაცილებით მეტია, ვიდრე მათი გამოფხიზლება.
აი, თუნდაც, ერთ ფრენდს მიაჩნია, რომ თურმე, „გულის ხელოვნური სტიმულატორი იგივე ჩიპია“, და რომ საშიში არაფერია, რადგან - „ადრე ფაეტონს ერიდებოდა ხალხი, მის გაჩენაში ღმერთის ხელი არ ურევიაო და ახლა ყველას მანქანები ჰყავს“ და კიდევ რომ - „ექიმი სერვეტი კოცონზე დაწვეს ღვთისმსახურებმა - ეშმაკის მსახურიაო (იგი გვამს კვეთდა და სისხლის მიმოქცევას სწავლობდა), დღეს კი ყველა ქრისტიანი აუცილებლად იკეთებს შუნტირებას და არ აღიარებს, რომ შუა საუკუნის წმინდა მამებსაც ეშლებოდათ რაღაცები და ან ისინი უნდა მიგაჩნდეს შეუცდომლად ბოლომდე, ან მათ მიერ წამებული მეცნიერების მიღწევებით არ უნდა ისარგებლო, უხერხულია კაცი მოკლა და მისი ცოდნით გადარჩე...“
აი, ამ უკანასკნელ არგუმენტზე მოგახსენებთ ორიოდე სიტყვას, რადგან, პირველ ორზე, დამეთანხმებით, რომ უნდა ითქვას მარტოდენ - „უკომენტაროდ“!
რაც შეეხება მესამე „არგუმენტს“, სამწუხაროდ, თეოლოგიაში ჩაუხედავები ხშირად აპელირებენ ამაზე და თავისზე უმეცრები „ბრმა ბრმის წინამძღოლისა“ არ იყოს, მიჰყავთ უფსკრულისაკენ.
ჩემო კეთილო, კათოლიკე ინკვიზიტორებმა თუ ექიმი სერვეტი კოცონზე დაწვეს, მართლმადიდებლურ ეკლესიას ამის გამო რატომ აკისრებ პასუხისმგებლობას?
ხევსურეთში ადგილობრივები რომ თავის ქალის ტრეპანაციას აკეთებდნენ, ისინი რომელმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შეაჩვენა და კოცონზე დაწვა? ჩვენი სარწმუნოება ყოველთვის დადებითად აფასებდა მედიცინას და მეტიც, ხელს უწყობდა მის განვითარებას. ხოლო, თუ კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას შორის განსხვავებას ვერ ხედავ, არასდროს არაა გვიან, შეისწავლო ეს საკითხი თუნდაც იმიტომ, რომ დარწმუნდე, რა შედეგის მომტანი ყოფილა დოგმატიკის დარღვევა, რის გამოც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ანათემას გადასცა კათოლიკური ეკლესია, ხოლო, კათოლიციზმის შემდგომმა განვითარებამ აჩვენა მის მიერ არჩეული გეზის სიმრუდე, დაწყებული ინკვიზიციიდან, დამთავრებული დღესდღეობით ძაღლების ზიარების დაშვებამდე და შესაბამისად, აღარ წამოგცდეს ისეთი მკრეხელური განცხადება, როგორიცაა - „შუა საუკუნეების წმინდა მამებსაც ეშლებოდათ რაღაცეები“... მით უფრო, მედიცინასთან დაკავშირებით მართლმადიდებელ წმინდანთა მიმართ არანაირი პრეტენზია არ შეიძლება გაგაჩნდეს, რადგან, ისინი თავად ბრძანდებოდნენ ბრწყინვალე წამალთმცოდნეები და მკურნალები! და, რაც მთავარია, ეს უადგილო „არგუმენტები“ რა შუაშია იმ მიკროჩიპთან, რომელიც შუბლსა და მარჯვენაზე დაიდებს ბინას, ვითარცა მამონას კერპი, ურომლისოდაც ვერც იყიდი და ვერც გაყიდი?! რა გამოდის? – „ოცდაათ ვერცხლად“ ცვლი წუთისოფელს სამოთხეში?! და, განსხვავებას ვერ ხედავ ამ უკანასკნელსა და სამკურნალო გამოგონებას შორის?!...
რაც შეეხება შენს „დამაგვირგვინებელ“ დასკვნას, რომ, თურმე, „რაღა დროს ჩიპია, თმის ბეწვში კომპიუტერი ეტევა უკვე. ნებისმიერ კაბაში იქნება ეგ ძაფი, თუ ვინმეს უნდა და შიშვლები ხომ არ ივლით მორწმუნეები?“-ო, ამ ქილიკს, აჯობებს, ხანდახან, ბაბილონის მშენებლებზე იფიქრო-ხოლმე, რომლებიც, შენზე და ნებისმიერ თანამედროვე მატერიალისტზე ძლიერი მეცნიერები იყვნენ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მთელი გოდოლი ერთიანად წამოემხოთ თავზე. ეგ კომპიუტერიც, სახელად რომ „მხეცი“ ჰქვია და თავისი საცეცებით უკვე თმის ბეწვშიც თავსდება და სადაცაა შუბლშიც შეაღწევს, რაც სიფრთხილის ნაცვლად, რატომღაც, აღგაფრთოვანებს, ასევე წამოემხობა თავზე ყველა იმ მატერიალისტს, ვინც ბაბილონის გოდლის მშენებლებივით საქმით და აზრით. ღმერთის მეტოქეებად თვლიან თავს და თავიანთი მეცნიერული აღმოჩენებით ამპარტავნობენ.
მართლაც ათეისტური სიძულვილია მორწმუნეებისადმი იმაშიც კი, როცა ყველაფერს იყენებ მათი „სიბნელის“ დასამტკიცებლად... ათეიზმის ხანაში ფიზიკოსები და ლირიკოსები ერთმანეთს ედავებოდნენ ტექნიკური ცივილიზაციის რეგრესულ თუ პროგრესულ როლზე და მართლაც, ბიბლიისა არ იყოს, საერთო ჯამში ბუმერანგივით გვიბრუნდება ეს დროებითი წარმატებები ტექნოკრატიისა და თვით ათეისტი მეცნიერნიც კი აღიარებენ, რომ მალე „მიწა თესლს ვერ გაახარებს და ცა წვიმას ვერ მოიყვანს“...
ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოხატა ჩემი მხარდაჭერა „ივერიონზე“, ასევე შემეხმიანა პირადშიც და თავისი სიყვარულით და სითბოთი გამაძლიერა. სწორედ მათ მივმართავ წერილის დასასრულს: ქრისტეა ჩვენს შორის!