ნინო გიორგობიანი:-"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია"
შსს-ს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს:
-"ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა). საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადდა ინციდენტის ადგილზე და ატყობინებდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს მომხდარის შესახებ, როდესაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დავით გოგოხიამ. ის დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 353 (პოლიციისთვის წინააღმდეგობა) და 187 (სხვისი ნივთის დაზიანება) მუხლებით".
გიორგობიანისვე განცხადებით "ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციამ ფარნაოზ ჭკადუას დაკავებისას ელექტროშოკი გამოიყენა. სამართალდამცველებს "თავისუფალი ზონის" ოფისთან ელექტროშოკი არ გამოუყენებიათ, თუმცა მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. რაც შეეხება ფარნაოზ ჭკადუას, ის ზაზა დავითაიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს".