დავით სერგეენკო: მოსახლეობა უფულობის გამო ექიმთან ვერ მიდიოდა!
"ორი წლის წინ ჩვენი მთავრობისთვის მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ მოსახლეობის ნახევარი, უბრალოდ, ვერ მიდიოდა ექიმთან, დღეს ეს გამოწვევა დაძლეულია", - აცხადებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დავით სერგეენკოს თქმით, აღნიშნული პრობლემა სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის გზით მოხსნა.
"ორი წლის წინ ის იყო, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ვერ სარგებლობდა ჯანდაცვით. მარტივად რომ ვთქვათ, უბრალოდ, ვერ მიდიოდა ექიმთან უფულობის გამო და თუკი უკიდურეს შემთხვევაში ამას გადაწყვეტდა, მას სჭირდებოდა კატასტროფული დანახარჯების გაღება და დიდი ვალების აღება. ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე მთავარი გამოწვევა და 2 წლისთავზე ეს დაძლეულია. ეს განხორციელდა საყოველთაო ჯანდაცვის გზით", - განაცხადა დავით სერგეენკომ.