ზვიად ტომარაძე: - 9 იმედგაცრუება + დანაშაულებრივი რეჟიმის არდასამარება = „ქართულ ოცნებას“!

ზვიად ტომარაძე: - 9 იმედგაცრუება + დანაშაულებრივი რეჟიმის არდასამარება = „ქართულ ოცნებას“!

არასამთავრობო ორგანიზაცია: „ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი“-ს ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე 2012 წლის 1 ოქტომბრიდან გასულ ორ წელიწადს ეხმიანება და ივერიონთან საუბარში აღნიშნავს:


დღეს, 1 ოქტომბერს ორი წელი შესრულდა, რაც "დანაშაულებრივი რეჟიმი" ხელისუფლებას ჩამოშორდა. შეიძლება ითქვას, რომ  ახალი ხელისუფლების პირობებში უკეთესობისკენ რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ... უპრიანია ძალიან მოკლედ ჩამოვთვალოთ ის ძირითადი ასპექტები, თუ რისი მოლოდინი ჰქონდა საზოგადოებას და რაში დააღალატა ის "ქართულმა ოცნებამ":

 

1. ყველაზე მთავარი ალბათ „ნაციონალური მოძრაობის" როგორც ორგანიზაციის დასამარება უნდა ყოფილიყო და არა ცალკეული ყოფილი თანამდებობის პირების დაკავება.

 

2. მოსახლეობას ჰქონდა დიდი იმედი იმისა, რომ სამართლიანობა აღსდგებოდა და უკანონოდ წართმეული ქონება უკან დაუბრუნდებოდა, ასევე პარალელურად დაისჯებოდნენ ის დამნაშავეები რომლებიც 9 წლის მანძილზე საკუთარ მოსახლეობას ტერორში აცხოვრებდნენ და მრავალი ოჯახი გაანადგურეს - ზოგი ფიზიკურად, ზოგიც სულიერად.

 

3. დიდი მოლოდინი იყო იმისა, რომ დენზე, გაზსა და ბენზინზე ტარიფი საგრძნობლად შემცირდებოდა.

 

4. დასაქმება ქვეყანაში უმთავრეს პრობლემად რჩება. იმედი იმისა რომ ფაბრიკა-ქარხნები ამუშავდებოდა და მოსახლეობა დასაქმდებოდა არ გამართლდა.

 

5. ისევ მოუწესრიგებელია აზარტული თამაშების ბიზნესი, რომელიც სრულიად შეუზღუდავია და ქვეყანაში არსებულ ისედაც დამძიმებულ ფონს ყოველდღიურად  კიდევ უფრო ამძიმებს.

 

6. საქართველოს სახელმწიფოს იმიჯისთვის  და უსაფრთხოებისთვის, მიზანშეწონილი იყო, მთელ რიგ ქვეყნებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება.  საემიგრაციო პოლიტიკის მხრივ სიტუაცია უმნიშვნელოდ შეიცვალა და საერთო სურათზე ვერანაირი ცვლილება ვერ მოახდინა. 2006 წელს ამოქმედებული ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკა ძალაშია. თუ აქამდე 118  ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და დარჩენა შეეძლოთ, სავიზო რეჟიმი მხოლოდ 13 ქვეყნისთვის ამოქმედდა და  118-ი 105-ად გადაიქცა.

 

7. განათლება ეს არის  ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისა. სამწუხაროდ მოსწავლეთათვის უფასო სახელმძღვანელოების დარიგების გარდა ბევრი არაფერი გვახსენდება. სამაგიეროდ ისევ სწავლობენ ჩვენი შვილები პირველივე კლასში ინგლისურს, რის შესახებაც მრავალჯერ ითქვა, რომ პირველ კლასში მოსწავლე მხოლოდ მშობლიური ენას უნდა ეუფლებოდეს. ისევ უყურადღებოდაა სასკოლო პროგრამა, მეცნიერება... მოკლედ ამ სფეროში ძალიან ცუდი მდგომარეობაა.

 

8. არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვი, რომ დღევანდელი საქართველო ქართველი ემიგრანტებით არსებობს. ქართული დიასპორის ფულადი გზავნილები წელიწადში 1,5 მილიარდია. სამწუხაროდ, მათი ქვეყანაში დასაბრუნებლად საუბარიც კი ზედმეტია, სახელმწიფოს მხრიდან ქართველ ემიგრანტებს ელემენტარული ყურადღებაც არ ექცევათ, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე (მოქალაქეობა, პრივილეგიები დაბრუნების შემთხვევაში...)

 

9. ბევრი ვარაუდობდა, რომ ახალი ხელისუფლება შეეცდებოდა ეროვნული პოლიტიკის გატარებას, იმოქმედებდა ქვეყნის ინტერესების შესაბამისად  და არა ქვეყნის გარედან დირექტივების შესრულებით იქნებოდა დაკავებული...


აი, ყველაფერი ის, რაც უნდა გაეკეთებინა „ქართულ ოცნებას“ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე  და რაც არათუ გააკეთა, პოლიტიკური ნებაც არ გამოუმჟღავნებია.

 

                                                     მოამზადა თაზო ბენიძემ

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: