ვიქტორ დოლიძე: ვერ დავეთანხმები იმ ცალკეულ პუნქტებს, რომელიც იქ წერია!
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ანგარიშის გარკვეულ პუნქტებს არ ეთანხმება.
დოლიძის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ ანგარიშის ტექსტის მომზადებისას მასში მონაწილეობა გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა მიიღეს.
"ჯერჯერობით რეზოლუცია არ მიღებულა. ეს საკომიტეტო დონეზე უნდა იქნას განხილული. მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა ამ ინსტიტუციის მიმართ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ ცალკეულ პუნქტებს, რომელიც იქ წერია. ჩვენ ვართ ღია და ვეპატიჟებით ყველას, ევროსაბჭო იქნება თუ სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, ჩამობრძანდნენ და ადევნონ თვალყური მიმდინარე პროცესებს. გვახსოვს, ჰამერბერგი იმყოფებოდა საქართველოში და მან შესაბამისი დასკვნაც დადო ამასთან დაკავშირებით. ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი, არარეალისტური ინფორმაცია და მე ეჭვი მაქვს, გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა განაპირობა "ვორდინგის" ჩადება ტექსტში", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.