ზაზა ხატიაშვილი: დღეს მე მცემენ, ხვალ-თქვენ...!
"ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე" ზაზა ხატიაშვილი ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს ეხმაურება.
როგორც ხატიაშვილი აღნიშნავს "ხელისუფლება უნდა შეეგუოს, რომ ჟურნალისტს აქვს თავისებური შეხედულება და არ უნდა მივუთთოთ, რა როგორ დაწეროს და ვინ როგორ გაააკრიტიკოს! ზაზა დავითაიას ცემის ფაქტი არის ვანდალიზმი, კანიბალიზმი და ფეოდალიზმი!"
მისი თქმით, აღნიშნული ვითარება დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობითაა გამოწვეულია.
"ცემის სერიალები მიდის და არც ერთი მკაცრად დასჯილი ადამიანი არ გვინახავს. თავისუფალი პროფესიების ცემა ადვოკატებიდან დაიწყეს. ჯერ ადვოკატ რომეო საჯაიას დაუმტვრია ცხვირ-პირი პროკურორმა ბაჩიაშვილმა და ამის გამო მას მადლობა გადაუხადეს. ირაკლი ზაქარეიშვილი რომ გამოდის, იქვე ირაკლი კაკაბაძეა ხოლმე ჩასაფრებული და აფურხებს. ძალიან ბევრი მსგავსი ფაქტია... ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ გუშინ ზაზა დავითაია სცემეს, დღეს მე მცემენ, ხვალ - თქვენ..."- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.