გიორგი ვოლსკი: ჩვენს ტერიტორიაზე არავითარი ბაზა არ იქმნება!
" ჩვენს ტერიტორიაზე არავითარი ბაზა არ იქმნება",– ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე საუბრისას გააკეთა.
ვოლსკის განცხადებით, ლავროვის უწყების განცხადება უსაფუძვლოა, რადგან ეს საკითხი არ არის აქტუალური და საქართველოში არანაირი ბაზის შექმნა არ იგეგმება.
"ამ განცხადებას არაფერი აზრი არ აქვს, თავიდანვე ნათელი იყო, რომ არავითარი წვრთნები არ ტარდება და არავითარი ბაზა არ იქმნება ჩვენს ტერიტორიაზე. ეს არამარტო იმიტომ, რომ ჩვენი ინტერესი არ არის, არამედ რასაკვირველია, ეს არავის ინტერესი არ არის.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო ნებისმიერი ქვეყნის, ვალდებულია, რომ ასეთ თემებზე რეაგირება გააკეთოს, მაგრამ ეგ საკითხი აქტუალური არ არის",– განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია ცნობებით, თითქოს საქართველოში უნდა შეიქმნას ამერიკული საწვრთნელი ბაზა სირიის ოპოზიციის მებრძოლთა მოსამზადებლად.