სასამართლო დღეს "თავუსუფალი ზონის" წევრებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს

სასამართლო დღეს "თავუსუფალი ზონის"  წევრებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს

  თბილისის საქალაქო სასამართლო "თავისუალი ზონის" წევრებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
პროკურატურა ფარნაოზ ჭკადუასა და დავით გოგოხიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.


  დაცვის მხარე კი სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენას ან უკიდურეს შემთხვევაში, გირაოს სანაცვლოდ, გათავისუფლებას მოითხოვს.


 პროცესი 12;00 საათზეა ჩანიშნული.
 შეგახსენებთ, რომ გამოძიება ფარნაოზ ჭკადუას ბრალი ხულიგნობის მუხლის მეორე ნაწილით ედავება, ხოლო დავით გოგოხიას სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: