თინა ხიდაშელი:ევროსაბჭოს რეზოლუცია კრიტიკული და ნეგატიურია!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციას ეხმაურება. ხიდაშელი რეზოლუციას ნეგატიურს უწოდებს.
"რეზოლუცია არის ძალიან ნეგატიური. მე შემიძლია, გითხრათ - არა მხოლოდ კრიტიკული, არამედ ნეგატიური, ნამდვილად. დაფიქრების საშუალებას გაძლევს, როდესაც მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად გვერდში გიდგას, რაღაცა რჩევებს გაძლევს. რჩევები იმისია, რომ რაღაცას ეთანხმები, რაღაცას არ ეთანხმები. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ სირაქლემას პოზაში უნდა ჩავდგეთ და თვალები დავხუჭოთ",-განაცხადა ხიდაშელმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია დაამტკიცა. 103 მომხრე, 27 წინააღმდეგი - რეზოლუცია ამ შედეგით დაამტკიცეს.