თბილისის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

   თბილისის მერიაში ეკოლოგიის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა.


  მესამე სექტორის წარმომადგენლებს თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, ბიძინა გიორგობიანი შეხვდნენ.

   ბიძინა გიორგობიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს სამსახურის მუშაობის და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია პრეზენტაციის ფომით მიაწოდა.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭო, რომელშიც მერიის სამსახურებთან და სხვადასხვა უწყებებთან ერთად, ეკოლოგიის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები გაერთიანდებიან. საბჭო თბილისში პრობლემური მშენებლობების, რეკრეაციული ზონების, სამშენებლო ნებართვების და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმუშავებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: