თეა წულუკიანი: სამწუხარო ფაქტია, როდესაც პოლიციის მიერ დანაშაულთან ბრძოლის საქმეში მოქალაქე იღუპება!
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქუთაისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და პროფესიონალური გამოძიების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
"სამწუხარო ფაქტია, როდესაც პოლიციის მიერ დანაშაულთან ბრძოლის საქმეში მოქალაქე იღუპება. ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა. ახლა მთავარია, პროკურატურამ ეს საქმე ყურადღებით შეისწავლოს და ამ საკითხს მაქსიმალური პროფესიონალიზმი მოახმაროს, რადგან ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში, როდესაც პოლიციელის გავარდნილი ტყვიით მოქალაქე იღუპება, იქ ზედმიწევნით უნდა დადგინეს, იყო თუ არა ამგვარი ძალის გამოყენება აუცილებელი იმ კონკრეტული ინდივიდუალური პიროვნების მიმართ. ამის დადგენა მხოლოდ პროკურატურას შეუძლია და იმედი მაქვს, ეს დასკვნა მალე დაიდება, რათა გაირკვეს, რეალურად რა მოხდა, გაირკვეს, პოლიციელმა რეალურად გადაამეტა ძალას თუ არა. დანაშაული დროულად უნდა იყოს გამოძიებული და მივესალმები, რომ პროკურატურა ამ საქმეში უკვე ჩაერთო", - განაცხადა წულუკიანმა.