რას შესთავაზებს მაია ნიკოლეიშვილი პროკურატურას?
დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურას ერთი ექსპერიმენტის ჩატარებას შესთავაზებს.
კერძოდ, მაია ნიკოლეიშვილმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების მასალების გაცნობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას გააჩნია ექსპერიმენტის თემა, რომელიც მისი ვარაუდით, უპასუხებს შეკითხვას, საკუთარი ხელით გაისროლა ეროსი კიწმარიშვილმა თუ გასროლა განახორციელა სხვამ.
"თუკი ჩემმა ინიციატივამ, რომელსაც პროკურატურას შევთავაზებ, კრიტიკას გაუძლო, დიდი მოლოდინით დაველოდები შედეგს, რომელიც ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ დადგება", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.