ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები დააკავეს

  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ჭალესა და ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულებში, როინ მანია და გოდერძი კვარაცხელია დააკავეს.

  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალესა და ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულების გამგებლის წარმომადგენლებმა რომან მანიამ და გოდერძი კვარაცხელიამ, მოქალაქეს ხე-მცენარეების ადგილწარმოშვების ყალბი ცნობების დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით გამოართვეს 850 ლარი.

  გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლით.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: