ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დავით ზალკალიანი: შესაძლოა გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს ჰქონდეს ადგილი!

დავით ზალკალიანი: შესაძლოა გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს ჰქონდეს ადგილი!

  7-8 ოქტომბერს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 29-ე რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

  "ქართული მხარე  მოლაპარაკებებზე  ყურადღებას გაამახვილებს  ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ზონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე. საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მკაცრ პროტესტს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევების გამო", - აცხადებენ სამინისტროში.

  სამინისტროს განცხადებით,, მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია კვლავ დააყენებს საკითხს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობის თაობაზე, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამუშავების საკითხს.

მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული.

  "არ არის გამორიცხული, რომ ისე, როგორც წინა რაუნდის დროს, გარკვეული დესტრუქციული ქმედებები იყოს და ერთგვარად მოხდეს ფორმატის შეცვლის მცდელობა. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ შევინარჩუნოთ ფორმატი. ანუ ჟენევის დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი მთავარი საკითხი, რაც არის ძალის არგამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება იყოს განხილული",-აცხადებს ზალკალიანი.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: