მალხაზ ველიჯანაშვილი: ბაჩო ახალაიას საქმეზე ტრისტან წითელაშვილის პრესკონფერენციის დართვას მოვითხოვთ!
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას პროცესი დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვით განახლდა. სხდომაზე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მსჯელობენ.
"არის შუამდგომლობები გარკვეულ ახალი მტკიცებულებების წარმოდგენასთან დაკავშირებით. თუ სასამართლო დაუშვებს ამ ტკიცებულებებს, ამ მტკიცებულებების გამოკვლევაც მოხდება. პრესკონფერენცია არის, ერთერთი მოწმის, კერძოდ ტრისტან წითელაშვილის, რომელმაც სრულიად განსხვავებულად გადმოსცა ფაქტები, ვიდრე სასამართლოზე.
ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის წინააღმდეგობრივი მის მიერ მიცემულ ჩვენებასთან. მოვითხოვთ ამ პრესკონფერენციის დართვას საქმეზე",-აცხადებს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი 13 მარტს დააკავა.