RMG GOLD-თან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას საყდრისთან დაკავშირებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გამოეხმაურა. მიხეილ გიორგაძე აღნიშნავს, რომ ლიცენზიის გაგრძელება-არ გაგრძელების საკითხი მის კომპეტენციას სცილდება.
რაც შეეხება ძეგლის სტატუსს, ამ საკითხზე მუშაობას სახელმწიფო ისევ განაგრძობს.
"კვლევა უკვე მიმდინარეობს და ამ დამატებითი კვლევის დასრულების და დასკვნის საფუძველზე კულტურის სამინისტრო და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ძეგლთან დაკავშირებით." - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.