პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს

პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს

  პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტისთვის ხელმეორედ წარდგენილ კანდიდატებს  ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს კომიტეტის წევრებმა ნდობა უკვე მეორედ გამოუცხადეს. ფარულ კენჭისყრაში 6 დეპუტატი იღებდა მონაწილეობას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე მათ წარდგენას ექვსივემ მხარი დაუჭირა.

  მოსამართლეობის კანდიდატებთან შეხვედრა მოკლე ფორმატში წარიმართა და ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმიში გაგრძელდა.

  "ჩვენი მოსვლა სასამართლოში ხელს შეუწყობს სასამართლოს შემდგომ განვითარებას და მის ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ და ძლიერ ინსტიტუტად. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი გამოცდილება, ცოდნა, მაქსიმალურად მოვახმაროთ იმას, რომ სასამართლომ შეძლოს უფრო მეტად კვალიფიციური და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება",- განაცხადა  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ნინო ბაქაქურმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: