ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

  შიდა ქართლში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გასაღების და ქრთამის აღების ფაქტზე თორმეტი მოქალაქე დააკავა.

  გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი სისტემატურად ახორციელებდა ატენის ხეობაში არსებული ტყიდან ძვირფასი სამასალე ჯიშის მრგვალი ხის მორის უკანონოდ მოპოვებას, ხოლო დანაშაულისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სახერხ საამქროებში უკანონოდ დახერხვის შემდეგ, გაყიდვის ზედნადების ნაცვლად წერდნენ მასალის შიდა გადაზიდვის ფორმით ტრანსპორტირებას, რეალურად კი ახორციელებდნენ ხე-მასალის კლიენტებზე რეალიზაციას.


  ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს,  ეროვნული სატყეო სააგენტოს გორის სატყეო უბნის ტყის მცველი მიხეილ ყორანაშვილი, რომელმაც მის დაქვემდებარებულ ტყეკაფის ტერიტორიაზე უკანონოდ ხე-მასალის  მოჭრის სანაცვლოდ, პერიოდულად ქრთამის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხას იღებდა. 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: