ეკა ბესელია: კარგია, რომ თენგიზ ერისთავი სასამართლომ გაათავისუფლა!

ეკა ბესელია: კარგია, რომ თენგიზ ერისთავი  სასამართლომ გაათავისუფლა!

  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ძალიან კარგია, რომ სასამართლომ თენგიზ ერისთავის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

 

  როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, პროკურატურა შეისწავლის ყველა იმ გარემოებას, რაზეც ამ დროისთვის უფლებების დარღვევის კუთხით მიუთითებენ.

 

  "ძალიან კარგია, რომ სასამართლომ ერისთავის თაობაზე გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და ძალიან კარგია, რომ პროკურატურამ ამ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა. ბოლო პერიოდში იყო ძალიან ბევრი ინფორმაცია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მიერ, მათ შორის ჩემთანაც. ძალიან ბევრმა ადამიანმა ისაუბრა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მისი დაპატიმრების საკითხს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ არსებობს ეჭვი და ბევრი კითხვა, ყოველთვის ეს ეჭვი განიმარტება და ყოველთვის უნდა გადაწყდეს ბრალდებულის ან დაკავებული პირის სასარგებლოდ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

 

  თენგიზ ერისთავის ადვოკატების საჩივრის საფუძველზე, პროკურატურაში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: