ნიკოლოზ მჟავანაძე: პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს!
უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე შეშფოთებას გამოთქვამს შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით:
"თვენახევრის წინ, შერჩევით შეწყალებებთან დაკავშირებით დაწყებულ აქციებს და პატიმრების შიმშილობებს კომისიამ იმით უპასუხა, რომ პირობა დადო, უმოკლეს დროში დაიწყებდა იმ საქმეების გადახედვას, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში არსებობს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ეს საქმეები არის შეთითხნილი და ადამიანებიც უკანონოდ იხდიან სასჯელს. დაპირება დაპირებად დარჩა და არავითარი ნაბიჯები საქმეების გადახედვასთან დაკავშირებით არ გადადგმულა. ამის გამო, გუშინ შიმშილობა დაიწყო რუსთავის ქალთა მეხუთე საპყრობილის პატიმარმა ანასტასია ზაუტაშვილმა და მერვე საპყრობილის პატიმარმა რომან მესუმიანმა. უახლოეს დღეებში სხვა პატიმრებიც აპირებენ, შეურთდნენ შიმშილობის აქციას. მოშიმშილე პატიმრების მოთხოვნაა შეწყალების კომისიის მხრიდან გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები მათი საქმეების გადახედვისაკენ", აცხადებს მჟავანაძე.