მიხეილ კადიევი ჟურნალისტებს მიმართავს

მიხეილ კადიევი ჟურნალისტებს  მიმართავს

  მოგმართავთ დაღესტნელი ეროვნების მოქალაქე მიკაილ კადიევი, რომელიც ჩემი უფლებადაცვითი საქმიანობის გამო რუსეთის ხელისუფლების მხრიდან განვიცდი პოლიტიკურ დევნას,რის გამოც ბრალი დამედო იმაში,რომ თითქოს მონაწილეობას ვიღებდი 2009 წლის სექტემბერში მოსკოვში მომხდარ მკვლელობაში.


  არავის აინტერესებს, რომ უამრავი მოწმე და სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ, რომ ამ დროს დაღესტანში სამსახურში და შემდეგ მშობლიურ სოფელში ვიმყოფებოდი. სამწუხაროდ, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებასთან აქვთ საიდუმლო კავშირები, გადაწყვიტეს ჩემი დაკავება და ფარულად გადაცემა რუსეთისათვის.
ამ გეგმის განსახორციელებლად, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ანტიტერორისტული ცენტრის წარმომადგენლებმა 2012 წლის დეკემბერში ქ. ბათუმში დამაკავეს და ფაქტიურად გამიტაცეს კიდევ ერთ დაღესტნელ ლტოლვილთან, მაგომედ მაგომედოვთან ერთად, თუმცა, თბილისისკენ მომავალ გზაზე მე მოვახერხე გაქცევა, მოგვიანებით კი მაგომედოვი უკვალოდ გაქრა და შემდგომში იგი რუსეთის ერთ–ერთ  ციხეში აღმოაჩინა ,,წითელმაჯვარმა".

 

  ამის შემდეგ ჩემმა გამტაცებლებმა გადაწყვიტეს ჩემი ოფიციალურად დაკავებადა 2013 წლის 13 ივნისს შუაღამისას შემოიჭრნენ ჩემს ნაქირავებ ბინაში. ( ქ. თბილისი, ბოჭორმისქ. #50/18 ) ჩხრეკისას ჩამიდეს ,,მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, 8 ცალი ვაზნა და ცელოფანში შეკრული რაღაც ფხვნილი, რომელი ცთურმე  2253,83 გრამ ჰექსოგენის შემცველ ფეთქებად ნივთიერებას  წარმოადგენდა. ამის გამო დამაკავეს მე და ჩემთან ორი დღის წინ სტუმრად ჩამოსული ჩემი ბიძაშვილი, რიზვა ნომაროვი.
 

  დაკავებიდან რამდენიმე საათში შსს–მ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ ,,განზრახული გვქონდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აფეთქების გზით ტერორისტული აქტების მოწყობა" და თურმე ჩვენ ,,კარგად გაწვრთნილი მეომერები  ვიყავით".
მართალია რამდენიმე დღეში თვითონ შსს–მ ოფიციალურად უარყო ეს აბსურდული სიტყვები და ბრალი წაგვიყენეს სქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ემუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ანუ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვაში, რაც 6 თვიდან  3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

  მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებიდან და სასამართლოს მსვლელობისას სრულიად აშკარად წარმოჩინდა, რომ სწორედ ჩხრეკის  ჩამტარებელმა პოლიციელებმა  ,,ჩადეს" ჩემს საცხოვრებელ ბინაში, ზემოთნახსენები კანონსაწინააღმდეგო ნივთები, თბილისის საქალაქო სასამართლომ მე და ჩემსბიძაშვილს  2–2 წლით თავისუფლების აღკვეთა მოგვისაჯა,რომელიც შემდგომში ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ.
ეს განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

 

  ყველასთვის ცნობილია, თუ რა საშინელი ბედი ელოდება მკვლელობაში სრულიადი საფუძვლოდ ბრალდებულ ჩრდილოეთ კავკასიის ნებისმიერ მოქალაქეს ( მითუფროსამოქალაქოაქტვისტს ) რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში. საქართველოს ხელისუფლების მოქმედების მრავალი ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ის აპირებს ჩემს ექსტრადირებას რუსეთში. კერძოდ:

 

1) ჩემი ბათუმიდან გატაცების გამო მე და ჩემმა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა რამდენჯერმე მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მაგრამ პასუხად მხოლოდ დუმილი მივიღეთ.

 

2) მე 2013 წლის ივლისში თხოვნით მივმართე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩემთვის ლტოლვილის სტატუსის მონიჭების შესახებ, წარვადგინე ჩემი სამოქალაქო აქტივისტობის და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის დამადასტურებელი უამრავიწერილობითი დოკუმენტი,თუმცა ჩემს თხოვნაზე სამინისტროს მხრიდან 2014 წლის 16 იანვარს ოფიციალური უარი მივიღე. უარისერთ–ერთ მოტივად სამინისტროს წარმომადგენლები ასახელებენ იმას, რომ რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე საქართველოს შესაბამისი უწყებისად მიმოწერილ წერილში პირობას დებს, რომ მე ექსტრადიციის შემთხვევაში არ დავექვემდებარები წამებას და არაადამიანურ,ღირსებისშემლახველ მოპყრობას.

 

3) ჩემი ადვოკატის მიერ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეს უარი გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში,თუმცა, სასამართლომ უარი განაცხადა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

4) ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული გვაქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში,სადაც მისი განხილვა დაიწყება 2014 წლის 8 ოქტომბერს.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩემთვის ლტოლვილის სტატუსის მონიჭების კატეგორიული წინააღმდეგია,აშკარაა,რომ განზრახული აქვს ჩემი ექსტრადირება რუსეთში  (რადგანცნობილია, რომ საქართველოს კანონი ხელისუფლებას უკრძალავს ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის ექსტრადირებას სხვა ქვეყანაში).

 

  მოგმართავთ საქართველოს მედიის წარმომადგენლებს, რათა დაესწროთ სასამართლოს ხდომას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ( 8 ოქტომბერს, 16 საათზე , სადაც განიხილება ჩემთვის ლტოლვილის სტატუსის მონიჭების საკითხი, გაავრცელოთ თქვენი ობიექტური შეფასება, რათა დამეხმაროთ სამართლიანობის მიღწევაში. მხოლოდ საქართველოს საზოგადოების ობიექტური ინფორმირებულობა შექმნის იმის საფუძველს,რომ ჩემი უკანონო 2–წლიანი სასჯელისა ქართველოში, არ გადაიზარდოს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთში ჩემს ექსტრადიციაში, რაც არა მხოლოდ ჩემი პიროვნების უპირობო გაირვა, არამედ ერთ-ერთი სამარცხვინო ლაქა იქნება საქართველოს თანამედროვე ისტორიაში.

 


პატივისცემით
მიკაილ კადიევი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: