დავით ნარმანია: "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ცუდ შოუმენობას თავი დაანებონ!
თბილისის მერი დავით ნარმანია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ცუდი შოუმენობისთვის თავის დანებებას ურჩევს. როგორც დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დღეს მერიაში შოუს დადგმას ცდილობდნენ.
"თბილისის საკრებულოს წევრს აქვს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება, თუმცა მათ ეს არ ჰქონდათ განზრახული. ისინი აქ შოუების დადგმას აპირებდნენ და ამისთვის არ გვცალია, ჩვენ უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. მე მათ ვურჩევ - ცუდ შოუმენობას შეეშვან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ უამრავ საქმეს მოვკიდეთ ხელი და ვაკეთებთ, შესაბამისად, ხელის შეშლა, რომელიც სხვადასხვა მაქინაციებით და სხვადასხვა გზებით შეიძლება განხორციელდეს, ჩვენი მხრიდან არ იქნება და ვერ იქნება დაშვებული, ყველაფერს აქვს თავისი პროცედურა და წესები", - განაცხადა დავით ნარმანიამ.