ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ფული, ბაბაია ფული, ანუ „ნიუჰოსპიტალში“ კოლეგიალობაც „დაავიწყდათ“!

ფული, ბაბაია ფული, ანუ „ნიუჰოსპიტალში“ კოლეგიალობაც „დაავიწყდათ“!

გუშინ, გვიან ღამით სასწრაფო სამედიცინო დახმარება 112-ის  თანამშრომლები ავარიაში მოყვნენ, ბრიგადის ექიმები ნიუჰოსპიტალის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ერთ-ერთი დაზარალებულის ოჯახის წევრმა „ივერიონს“ განუცხადა, სავაადყოფოში თანამშრომლებს 112-ის დირექტორმა შალვა ბრაჭულმა  ორი სასწრაფო დახმარების ბრიგადით მიაკითხა, რადგან „ნიუჰოსპიტალში“ გაურკვევლობას და შეიძლება ითქვას ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთი დაზარალებული ექიმის დამ, თამუნა ქუთათელიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა. „ნიუჰოსპიტალის“ ექიმებმა და მენეჯმენტმა კოლეგების მიმართ უყურადღებობა გამოიჩინეს.  მათი უყურადღებობის ძირითადი მიზეზი  ფინანსები იყო.


სასწრაფოს ბრიგადის ექიმებს ნიუჰოსპიტალის მენეჯმენტმა თანხა მოსთხოვა, რათა მკურნალობის კურსი ჩაეტრაებინათ. მათ არც კოლეგიალობას გაუწიეს ანგარიში.
“გაურკვევლობა მალევე  112-ის დირექტორმა შალვა ბრაჭულმა მოაგვარა. მისი თანამშრომლები სხვა საავადამყოფოში გადაიყვანა, ხოლო ჩემი და სახლში გაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მდგომარეობაში იყო“ - აცხადებს „ივერიონთან“ საუბარში თამუნა  ქუთათელიძე.
                                                           თაზო ბენიძე

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: