ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

მაია ფანჯიკიძე: საკონსულოებს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევთ მუშაობა!

მაია ფანჯიკიძე: საკონსულოებს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევთ მუშაობა!

   საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ახალი სავიზო პოლიტიკით გამოწვეულ ხარვეზებს აკვირდებიან და მათ აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

   ახალ სავიზო პოლიტიკასთან დაკავშრებით, როგორც ფანჯიკიძე აცხადებს, საკონსულო დეპარტამენტსა და საკონსულოებს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევთ მუშაობა.

  "დავაკვირდით, თუ სად არის ხარვეზები, სად არის გამოსასწორებელი და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. მაგალითად, გეტყვით, რომ განსაკუთრებით  დიდი ნაკადი მიაწვა რამდენიმე საელჩოს, იმ საელჩოებში ჩვენ გავგზავნეთ დამატებით თანამშრომლები, ჯერჯერობით სამივლინებო საფუძველზე, ხოლო შემდეგ ვფიქრობთ, იმ საკონსულოებში შესაბამისი შტატების დამატებას. საგარეო საქმეთა სამინისტროში საკონსულო დეპარტამენტი და ჩვენი საკონსულოები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ",-განაცხადა ფანჯიკიძემ.

   შეგახსნებთ, რომ 1 სექტემბრიდან, საქართველომ სავიზო რეჟიმი შეცვალა. უვიზოდ საქართველოში ყოფნის ვადა შემცირდა და ის 360 დღის ნაცვლად 180 დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა. ასევე 24 ქვეყანას, მათ შორის ერაყსა და ირანს გაუუქმდა უვიზო რეჟიმი საქართველოსთან.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: