მეცნიერებმა მხატვრობის უძველესი ნიმუშები იპოვეს
მეცნიერთა ვარაუდით მათ პრეისტორიული გამოქვაბულის მხატვრობის უძველესი ნიმუშები იპოვეს. ნახატები ინდონეზიის კულძულ სულავესზე აღმოაჩინეს. დღემდე ასეთი ძველი ნახატები მხოლოდ დასავლეთ ევროპაშია აღმოჩენილი. მეცნიერთა განცხადებით, ინდონეზიაში გამოქვაბულის მხატრვობის აღმოჩენა მნიშვნელოვნად ცვლის წარმოდგენა თუ როგორ ისწავლეს ადამიანებმა ხატვა.
ავსტრალიელმა და ინდონეზიელმა მეცნიერებმა ნახატზე ჩამოყალიბებული სტალაქტიტის ისაკის დადგენით ხელის გამოსახულების მინიმალური ასაკი - 39 ათასი წელი.
"ყველაზე ძველი ნახატი სულ მცირე 39,000 წლისაა. ეს ყველაზე ძველი ნახატია, რომელიც შაბლონითაა გაკეთებული. მის გვერდით ღორის გამოსახულებაა, რომელიც 35,400 წლის წინ დაიხატა. ეს რეალისტური მხატვრობის, სავარაუდოდ, ყველაზე ძველი გამოსახულებაა", - განაცხადა ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტის მეცნიერმა მახიმ ობერმა.
მეცნიერები პეტროგლიფებს შორის გამოყოფენ გარეული ჩლიქოსანი ცხოველების ნახატებს და ტრაფარეტულ ხელის მტევნის გამოსახულებებს. ეს უკანასკნელი პრეისტორიულმა ადამიანებმა პირიდან საღებავის გამობერვით მიიიღეს.
გამოქვაბულში ასევე არის 27 წლის წინ შექმნილი ნახატები. მეცნიერთა დასკვნით ამ გამოქვაბულში ადამიანები 13 ათასი წლის განმავლობაში ხატავდნენ.
ხელოვნება და აბსტრაქტული კატეგორიებით აზროვნება ითვლება იმ ძირითად ფაქტორებად, რითაც ადამიანი ცხოველებისაგან განსხვავდება. ამ ფაქტორების წყალობით ადამიანმა ისწავლა ცეცხლის გამოყენება, შექმნა სამუშაო იარაღები, ბორბალი და მრავალი სხვა რამ, რამაც ადამიანი დომინანტ არსებად აქცია.
ხელოვნების გაჩენა ითვლება იმ ეპოქად, რომელიც განსაზღვრავს თანამედროვე ადამიანის ჩამოყალიბებას.
http://news.ge/ge/news/story/107800-indoneziashi-udzvelesi-nakhatebi-ipoves